შეერთებული შტატების სამხედრო ხელმძღვანელობა კონგრესის წევრებს მეგობარი სახელმწიფოებისთვის სამხედრო დახმარების პროგრამების შეწყვეტისგან თავშეკავებას ურჩევს.
შეერთებული შტატების გაერთიანებული შტაბების კომიტეტის თავმჯდომარის მაიკლ მალენის და თავდაცვის მდივნის რობერტ გეითსის აზრით სამხედრო დახმარების პროგრამები მსოფლიოში სტაბილურობის განმტკიცებას უწყობენ ხელს რაც ეგვიპტის მოვლენებმაც დაადსტურა, როდესაც ამ ქვეყნის სამხედროებმა ეგვიპტე ქაოსისგან იხსნეს.
რობერტ გეითსის განცხადებით:“ თუ თქვენ ეგვიპტისთვის უკანსკნელი 30 წლის განმავლობაში აღმოჩენილი სამხედრო დახმარების მნიშვნელობა გაინტერსებთ ეგვიპტის არმიის მოქმედება უნდა შეაფასოთ უკანასკნელი დღეების განმავლობაში, როდესაც მათ მაღალ პროფესიულ დონეზე შეძლეს ურთულეს პრობლემასთან გამკლავება.“