ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სტრასბურგის გადაწყვეტილება და შიმშილობის მორიგი დღე


ოპოზიციის აქცია "მოდულის" შენობასთან 11 ნოემბერს
ოპოზიციის აქცია "მოდულის" შენობასთან 11 ნოემბერს

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში პატიმრობაში რჩება. 11 ნოემბერს იუსტიციის სამინისტროს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა ვიდეო კადრები, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ეტაპირების ზოგიერთ ფრაგმენტს ასახავს. ორ ვიდეოში, რომელიც გამოქვეყნდა, ნაჩვენებია სააკაშვილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანაში და პენიტენციურის შენობაში.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანაში გადაღებული ვიდეოდან ირკვევა, რომ მიხეილ სააკაშვილისთვის წინასწარ უცნობი იყო მისი გადაყვანის ადგილის შესახებ. ის პროტესტს გამოთქვამს მანქანის დატოვებაზე მას შემდეგ, რაც მისთვის ცხადი ხდება, რომ იმყოფება გლდანის მე-18-ე დაწესებულებაში. ამის თაობაზე 8 ნოემბერსვე, ანუ მისი ეტაპირების დღეს ისაუბრეს როგორც სააკაშვილის იურისტებმა, ისე სახალხო დამცველმა. 11 ნოემბერს გამოქვეყნებული კადრებით დასტურდება, რომ ეს ნათქვამი სიმართლეს წარმოადგენდა.

მიხეილ სააკაშვილის იძულებითი ეტაპირება
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:02:58 0:00

რაც შეეხება მეორე ვიდეოს, ის უკვე შენობაშია გადაღებული. აქ ჩანს, როგორ მიათრევს რამდენიმე თანამშრომელი მიხეილ სააკაშვილს. მას შემდეგ, რაც იგი შეჰყავთ პალატაში, აწვენენ იატაკზე. კადრებში ჩანს, რომ სააკაშვილი წელს ზემოთ შიშველია…

11 ნოემბერს გამოქვეყნებული ვიდეოების შესახებ სახალხო დამცველმა განცხადება გაავრცელა. მასში ნათქვამია, რომ “აბსტრაქტულ ლეგიტიმურ მიზანზე მითითებით და სრულად არაპროპორციული და შეირაცხმყოფელი ფორმით პატიმარ მიხეილ სააკაშვილის კადრების გავრცელებით, ირღვევა მისი პატივის, ღირსებისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება. ადვოკატის პოზიციის გასაბათილებლად, გამოძიებისთვის აღნიშნული ვიდეომასალების სრულად მიწოდებასთან ერთად, შესაძლებელია შერჩეულიყო უფლების ნაკლებად მზღუდავი სხვა საშუალება”.

ოპოზიციის აქცია "მოდულის" შენობასთან 11 ნოემბერს
ოპოზიციის აქცია "მოდულის" შენობასთან 11 ნოემბერს

სახალხო დამცველი ამახვილებს ყურადღებას იმაზე, რომ ვიდეოჩანაწერის გავრცელების მიზანი უნდა ყოფილიყო ადვოკატების განცხადებების უარყოფა სავარაუდო არასათანადო მოპყრობის თაობაზე. სახალხო დამცველი იქვე დასძენს, რომ ამ ფრაგმენტული ჩანაწერების გამოქვეყნებით, პენიტენციური სამსახური გასცემს სააკაშვილის პერსონალურ მონაცემებს, არღვევს მის პატივსა და ღირსებას.

მიხეილ სააკაშვილის გლდანის მე-18-ე დაწესებულებაში ეტაპირების თაობაზე საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა ორმა ავტორიტეტულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ და სოციალური სამართლიანობის ცენტრმა. “ხელმომწერი ორგანიზაციები ვეხმიანებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გლდანის N18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანისას განვითარებულ მოვლენებს და მიგვაჩნია, რომ პროცესი წინააღმდეგობაში მოდის ადამიანის ძირითადი უფლებების - სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და პირადი უსაფრთხოების დაცვის პრინციპებთან და არსებულ პოლიტიკურ კრიზისში ვითარების ესკალაციისა და პოლიტიკური პოლარიზაციის დამატებით საფრთხეებს აჩენს,”- ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივ განცხადებაში.

ოპოზიციის აქცია უსაფრთხოების სამსახურთან
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:01:09 0:00

საკუთარ დამოკიდებულებას “სააკაშვილის საქმის” მიმართ სოციალურ ქსელში ავრცელებს თამთა მიქელაძე, სოციალური სამართლიანობის ცენტრის წარმომადგენელი.

“ქართულ ოცნებას "მისი მოკლე ჭკუით" ამ კადრებით იმის ჩვენება უნდოდა, რომ სააკაშვილი განზრახ არ სცემეს, "უბრალოდ" ის წინააღმდეგობას უწევდა შესვლაზე თანამშრომლებს და ფიზიკური ძალის თანხლებით ის დაწესებულებაში შეიყვანეს. მაგრამ სააკაშვილის დაწესებულებაში შეყვანის ეს მანერა, იმ გარემოებებთან ერთად, რომ სააკაშვილი, მისი ადვოკატები და ოჯახის წევრები არ იყვნენ ინფომირებულები მე-18 დაწესებულებაში მისი გადაყვანის თაობაზე და პატიმარი მოატყუეს, მე-18 დაწესებულება ნამდვილად არ შეიძლება ჩაითვალოს უსაფრთხო გარემოდ სააკაშვილისთვის და სახალხო დამცველის ინფორმაციით, იქ მისთვის სათანადო მკურნალობის პირობებიც კი არ არის, როცა მე-18 დაწესებულებაში სააკაშვილის შეყვანა შეურაცხყოფისა და შეძახილების ფონზე მოხდა და ეს პროცესი წინასწარ დაგეგმილი ჩანდა, ნამდვილად შეიძლება მთლიანობაში შეფასდეს ღირსების შემლახავ მოპყრობად მის მიმართ,”- მიიჩნევს თამთა მიქელაძე.

ოპოზიციის აქცია "მოდულის" შენობასთან 11 ნოემბერს
ოპოზიციის აქცია "მოდულის" შენობასთან 11 ნოემბერს

11 ნოემბერს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ სააკაშვილის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაქვეყნა. იუსტიციის მინისტრის განცხადებით, სტრასბურგმა იმ მიდგომების მართებულობა დაადასტურა, რასაც სახელმწიფო იღებს პატიმარ სააკაშვილთან მიმართებით. “სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება არის მისასალმებელი და ჰუმანური, რითაც კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ საქართველოს პენიტენციურ სისტემაში მაღალი სტანდარტებია. საქართველოს მთავრობას ამ გადაწყვეტილებით ეცნობა, რომ მან არ დააკმაყოფილა მომჩივანის მოთხოვნა სამოქალაქო სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანის თაობაზე და მოსთხოვა სააკაშვილს შეწყვიტოს შიმშილობა”,- განაცხადა რატი ბრეგაძემ.

სტრასბურგის სასამართლომ, თავისი გადაწყვეტილებით, ერთის მხრივ მიხეილ სააკაშვილს მოუწოდა შეწყვიტოს შიმშილობა, მეორეს მხრივ კი მთავრობისგან მოითხოვა ინფორმაცია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობისა და ციხის საავადმყოფოში გაწეული მკურნალობის შესახებ. ასევე მოითხოვა განმცხადებლის უსაფრთხოების უზრუნველყოფა საპატიმრო დაწესებულებაში და მისი სათანადო სამედიცინო დახმარება შიმშილობის შემდგომი რეაბილიტაციის პერიოდში.

ოპოზიციის აქცია "მოდულის" შენობასთან 11 ნოემბერს
ოპოზიციის აქცია "მოდულის" შენობასთან 11 ნოემბერს

სტრასბურგის გადაწყვეტილების გამო კმაყოფილებას გამოთქვამენ როგორც ხელისუფლების წარმომადგენლები, ისე სააკაშვილის ადვოკატები.

11 ნოემბერს მესამე პრეზიდენტის მორიგი განცხადებაც გავრცელდა, რითაც ის სტრასბურგის გადაწყვეტილებასაც გამოეხმაურა. სააკაშვილი ამბობს, რომ მზადაა შეწყვიტოს შიმშილობა, რითაც შეასრულებს სტრასბურგის მითითებას, მხოლოდ იმ პირობით, თუ მას სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანენ. სააკაშვილი, პროტესტის ნიშნად, 1 ოქტომბრის შემდეგ საპატიმროში შიმშილობს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG