ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რა გავლენა ექნება შუალედურ არჩევნებს ვაშინგტონის საგარეო პოლიტიკაზე?


შუალედური არჩევნების წინ შიდა პოლიტიკური საკითხები დებატების მთავარი თემაა. თუმცა საშინაო პოლიტიკის მიღმა, დემოკრატი კანონდებლები ცდილობენ საგარეო პოლიტიკის საკითხებზეც მოიპოვონ უპირატესობა. დემოკრატებს იმედი აქვთ, რომ კონგრესის ერთ პალატაში მაინც მოიპოვებენ უმრავლესობას და პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკაზე უფრო მეტი გავლენა ექნებათ.

კონგრესში ძალთა ბალანსის შეცვლის შემთხვევაში, ვაჭრობიდან დაწყებული საიმიგრაციო პოლიტიკით დამთავრებული, დემოკრატები შეეცდებოდნენ ადმინისტრაციიაზე ზეწოლას. განსაკუთრებით იმ საკითხებზე, რომლებშიც ისინი ტრამპმს არ ეთანხმებიან.

რესპუბლიკებელი, რომლებიც ობამას ადმინისტრაციის დროს მსგავს როლს თამაშობნენ, ოპონენტებს ორპარტიული კონსენსუსისკენ მოუწოდებენ, როდესაც საქმე საგარეო პოლიტიკას ეხება.

არჩევნებმა შესაძლოა შექმნას შესაძლებლობა რათა სხვადასხვა საკითხზე ზეწოლა განხორციელდეს. აქამდე, ორივე პალატის რესპუბლიკელების კონტროლის პირობებში, ეს შეუძლებელი იყო
ბობ მენენდესი

„არჩევნებმა შესაძლოა შექმნას შესაძლებლობა სხვადასხვა საკითხზე ზეწოლის განსახორციელებლად. აქამდე, ორივე პალატის რესპუბლიკელების კონტროლის პირობებში, ეს შეუძლებელი იყო“, ამბობს რობერტ მენენდესი, დემოკრატი სენატორი ნიუ ჯერსიდან.

„როდესაც თეთრი სახლი ჩვენ ბიუჯეტს გამოგვიგზავნის ყოველ წელს და ისინი მაგალითად შეერთებული შტატების საერთაშორისო დახმარების სააგენტოს (USAID) ბიუჯეტის დრამატულ შემცირებას შეეცდებიან, ჩვენ შეგვეძლება დაფინანსება პრიორიტეტების მიხედვით წარვმართოთ“, ამბობს ტიმ კეინი, დემოკრატი სენატორი ვირჯინიის შტატიდან.

უმრავლესობის ძალა

რესპუბლიკელები არ უარყოფენ, რომ თუ დემოკრატები წარმომადგენელთა პალატაზე ან სენატზე მოიპოვებენ კონტროლს, ეს მათ მეტ შესაძლებლობებს მისცემს.

„კონგრესის მთავარი როლი მთავრობის დაფინანსებაა, მათ შორის, თავდაცვის დეპარტამენტის და აქ დემოკრატებს შეუძლიათ პირდაპირი გავლენა იქონიონ“, ამბობს ჯონ კორნინი, რესპუბლიკელი სენატორი ტეხასიდან.

დემოკრატებს ბევრის გაკეთება შეუძლიათ თუ კონგრესში ძალაუფლებას მოიპოვებენ
მაიკლ ოჰანლონი

„დემოკრატებს ბევრის გაკეთება შეუძლიათ თუ კონგრესში ძალაუფლებას მოიპოვებენ“, ამბობს ბრუკინგსის ინსტიტუტის უფროსი მკლევარი მაიკლ ოჰანლონი. „პრეზიდენტს კონსტიტუციით აქვს დიპლომატიური [პოლიტიკის წარმოების] ძალაუფლება. ის ასევე შეიარაღებული ძალების მთავარსარდალია. თუმცა მხოლოდ კონგრესს შეუძლია ომის გამოცხადება. ასევე სხვა ბევრ საკითხზე. როგორიცაა სანქციები, კონგრესს შეუძლია კანონდებლობის მიღება“, ამბობს ის.

კვლევები აჩვენებს, რომ დემოკრატებს უფრო დიდი შანსი აქვთ მოიპოვონ უმრავლესობა წარმომადგენელთა პალატაში, ვიდრე სენატში.

უკანასკნელ თვეებში, წარმომადგენელთა პალატაში სხვადასხვა საკითხებზე ორპარტიული კონსენსუსი ვიხილეთ. თუმცა ასევე გამოჩნდა პარტიული განსხვავებებიც.

წარმომადგენელთა პალატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარემ ედ როისმა, (რესპუბლიკელმა კალიფორნიიდან) და კომიტეტის მთავარმა დემოკრატმა წარმომადგენელმა ელიოტ ენგელმა (ნიუ იორკიდან), ცოტა ხნის წინ, პრეზიდენტ ტრამპს საერთო წერილით მიმართეს, რომელიც მას საუდის არაბეთელი ჟურნალისტის ჯამალ ხაშოგის გაუჩინარების საქმეზე სწრაფი რეაგირებისკენ მოუწოდებდა.

თუმცა, გასულ თვეს, დემოკრატები შეეცადენ გაეპროტესტებინათ ადმინისტრაციის გეგმა მექსიკისთვის ცენტრალური ამერიკიდან მომავალი მიგრანტთა ქარავანის დეპორტაციისთვის 20 მილიონი გადაეცა.

ზედამხედველობითი როლი

კონგრესის ერთ-ერთი პალატის კონტროლი დემოკრატებს ადმინისტრაციის გადაწვეტილებისადმი უფრო მეტი ყურადღების მიქცევის საშუალებას მიცემს.

„ბევრი დემოკრატი ჩრდილოეთ კორეის მიმართ პრეზიდენტი ტრამპის პოლიტიკას აკრიტიკებს, ამბობს ოჰანლონი. „ბევრი დემოკრატი ფიქრობს, რომ ის კიმ ჩენ უნის მიმართ ძალიან მეგობრულია, არაპროგნოზირებადია თავდასხმებში და „ტვიტერზე“, ამბობს ის.

ოჰანლონის თქმით, კონსტიტუცია ტრამპს აძლევს ძალაუფლებას მიაღწიოს ბირთვულ შეთანხმებას ჩრდილოეთ კორეასთან, ისევე როგორც მისმა წინამორბედმა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ მოაწერა ხელი ირანთან ბირთვულ ხელშეკრულებას. თუმცა ასეთი ხელშეკრულების რატიფიკაცია სხვა საკითხია.

მხოლოდ სენატს აქვს უფლება მოახდინოს შეთანხმების რატიფიკაცია. კონგრესს არ შეუძლია შეთანხმების თავად ინიცირება, ეს მხოლოდ აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებაა.
მაიკლ ოჰანლონი

„მხოლოდ სენატს აქვს უფლება მოახდინოს შეთანხმების რატიფიკაცია. კონგრესს არ შეუძლია შეთანხმების თავად ინიცირება, ეს მხოლოდ აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებაა. მაგრამ კონგრესს აქვს უფლება დაადასტუროს ან უარყოს ის. კითხვის ნიშნის ქვეშაა რამდენად მიიღებს კონგრესი [ჩრდილოეთ კორეასთან ბირთვულ] შეთანხმებას, რომელსაც ამერიკის მხრიდან დაფინანსება ან ფული დასჭირდება, ან სამშვიდობო შეთანხმებას“.

დემოკრატების მიერ სენატის ან წარმომადგენელთა პალატის კონტროლი შესაძლოა ტრამპის ადმინისტრაციის რუსეთთან კავშირების გამოძიების კიდევ ერთი წყარო გახდეს. ამ საქმეს უკვე იძიებს სპეციალური გამომძიებელი რობერტ მალერი და კონგრესის რამდენიმე კომიტეტი.

კაპიტოლიუმის ბორცვზე, მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების მიღების პროცესში რესპუბლიკელი და დემოკრატი კანონდებლები ერთიანნი არიან.

კითხვაზე თუ რამდენად დაიჭერს დემოკრატიული პარტია უფრო მკაცრ პოზიციას მოსკოვი მიმართ თუ ისინი სენატზე ან წარმომადგენელთა პალატაზე კონტროლს მოიპოვენ, დემოკრატმა სენატორმა კაინმა პაუზის შემდეგ განაცხადა, რომ უფრო გულდასმით დააკვირედბიან ტრამპის ურთიერთობას რუსეთთან.

„უფრო მეტი გულდასმით გამოვიკვლევთ. კონგრესი თვალს არ დახუჭავს“, განაცხადა მან.

„რუსეთი ის საკითხია, სადაც დონალდ ტრამპი ამერიკის საგარეო პოლიტიკურ თემს ეწინააღმდეგება, უფრო მეტად ვიდრე დემოკრატებს“, განაცხადა ოჰანლონმა.

რესპუბილიკელების პოზიცია

მიუხედავად იმისა, თუ რა შედეგებით დასრულდება არჩევნები, რესპუბლიკელი სენატორები ამბობენ, რომ ორივე პარტიის კანონდებლებმა ერთად უნდა იმუშავონ ადმინისტრაციასთან საგარეო პოლიტიკის საკითხებზე.

მსოფლიოში ბევრი რამე ხდება. ჩვენ უნდა ვეცადოთ ვიყოთ ერთიანი ადმინისტრაციასთან მუშაობის პროცესში. უბრალოდ წინააღმდეგობის ნაცვლად
ჯონ კორნინი

„მსოფლიოში ბევრი რამე ხდება. ჩვენ უნდა ვეცადოთ ვიყოთ ერთიანი ადმინისტრაციასთან მუშაობის პროცესში. უბრალოდ წინააღმდეგობის ნაცვლად“, ამბობს ჯონ კორნინი.

რესპუბლიკელმა სენატორმა ლინდსი გრამმა კი დემოკრატების წინააღმდეგ გაილაშქრა.

„მე არ ვიცი რა არის მათი საგარეო პოლიტიკა. მე ვიცი რა არის ტრამპი. თუმცა რა შეხედულება აქვთ დემოკრატებს საგარეო პოლიტიკაზე? არ მგონია, რომ მათ აქვთ რაიმე შეხედულება. მათ ტრამპი არ მოსწონთ, თუმცა რას ემხრობიან? სირიაში დარჩენას? ავღანეთში დარჩენას? რა უნდა გავაკეთოთ ირანის საკითხე? ეს არის საკითხები რაზეც ისინი არასდროს საუბრობენ“, თქვა მან.

სამხედრო ჩართულობა

კაინი დიდიხანია კონგრესისგან ითხოვს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში სამხედრო ძალის გამოყენების დაშვებას, 11 სექტემბრის შემდეგ მიღებული კანონის განახლების მეშვეობით.

„იმედი მაქს საკითხებზე იქნება ეს ვაჭრობა ან ომის გამოცხადება კონგრესი დაიბრუნებს მის [კონსტიტუციურ} ძალაუფლებას“, - განაცხადა მან.

სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის ეროვნული უსაფრთხოების საკითხების ექსპერტი ანტონი კორდესმანი ამბობს, რომ კონგრეს ბევრ საკითხთან მოუწევს გამკლავება და დებატების საგანიც ბევრი რამ გახდება.

თუ ავღანეთში მისიის განახლების, თუ ერაყსა ან სირიაში ახალი დრამატული ნაბიჯების ან ჰუმანიტარული დახმარების საკითხი დადგა, ამას ბევრი დებატი მოჰყვება.
ანტონი კორდესმანი

„თუ ავღანეთში მისიის განახლების, თუ ერაყსა ან სირიაში ახალი დრამატული ნაბიჯების ან ჰუმანიტარული დახმარების საკითხი დადგა, ამას ბევრი დებატი მოჰყვება... რესპუბლიკელები მხარს დაუჭერენ სამხედრო დანახარჯების გაზრდას. მაშინ როცა დემოკრატები საგარეო დახმარებას არჩევენ“, ამბობს კორდესმანი.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG