აღმოსავლეთ უკრაინის ტერიტორიაზე, მალაიზიური ავიახაზების თვითმფრინავის MH17-ის კატასტროფიდან 5 წელი გავიდა. სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდებაში რუსეთის ჩართულობის მტკიცებულებები არსებობს.
თვითმფრინავი, რომელიც რეისს ამსტერდამსა და კუალა-ლუმპურს შორის ახორციელებდა, სისტემა "ბუკის" რაკეტით ჩამოაგდეს. ეს 2014 წლის 17 ივლისს მოხდა, პრორუსი სეპარატისტების მიერ კონტროლირებული, აღმოსავლეთ უკრაინის ტერიტორიაზე. მაშინ ბორტზე მყოფი 298 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 80 ბავშვი იყო.
ნიდერლანდებში, სადაც ბორტზე მყოფი 193 მოქალაქე დაკარგეს, გლოვა 16 ივლისს დაიწყო. პროცესიას მოძღვარი მიუძღვოდა წინ, რომელიც აღმოსავლეთ უკრაინიდან ჩატანილი თესლებით მზესუმზირის ყვავილებს ზრდის.
ამ თარიღთან დაკავშირებით, კონფერენცია გაიმართა ნიდერლანდებში, და მრგვალი მაგიდის ტიპის შეხვედრა ვაშინგტონში. შეხვედრაზე ინცინდენტში რუსეთის მონაწილეობაზე და აღმოსავლეთ უკრაინაში კრემლის მიერ სეპარატისტების ფინანსურ და სამხედრო მხარდაჭერაზე ისაუბრეს.
მოსკოვი დღემდე უარყოფს რაიმე ტიპის ჩართულობას MH17 თვითმფრინავის ინცინდენტში.
Facebook Forum