ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მერკელმა რუსეთი გააკრიტიკა


შეხვედრა ორი ქვეყნის ლიდერს შორის კლრემლში, რუსეთ-გერმანიის ბიზნეს ფორუმის ფარგლებში გაიმართა

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს, ქალთა პანკ-როკ ჯგუფის, "ფუსი რაიოტის" ორი წევრისთვის პატიმრობის მინიჭების გამო დაუპირისპირდა.

შეხვედრა ორი ქვეყნის ლიდერს შორის კლრემლში, რუსეთ-გერმანიის ბიზნეს ფორუმის ფარგლებში გაიმართა. გერმანიის კანცლერმა გამოხატა შეშფოთება რუსეთში მიღებული კანონის შესახებ, რომელიც შესაძლოა განსხვავებული აზრის ჩახშობას ემსახურებოდეს. თავის მხრივ, პრეზიდენტი პუტინი აღნიშნავს, რომ გერმანიამ ისევე, როგორც სხვა დასავლელმა პარტნიორმა მომხდარი ფაქტი შორიდან იცის. მისი განცხადებით, "ფუსი რაიოტის" ერთ-ერთი წევრი ანტისემიტურ გამოსვლებშია მხილებული.

XS
SM
MD
LG