ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მერკელმა საქართველოში ვიზიტი დაასრულა


გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ორდღიანი ვიზიტი დაასრულა საქართველოში. პარასკევს ის ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრა სტუდენტებთან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და ჩავიდა საოკუპაციო ხაზთან, სადაც ადგილზე არსებულ სიტუაციას გაეცნო.

ვიზიტის პირველ დღეს მერკელი საქართველოს პირველ პირებს ესაუბრა და შემდეგ გამართა პრეს-კონფერენცია.

პარასკევს იგი სომხეთში ჩავიდა. კავკასიური ტურნეს ფარგლებში მერკელი ასევე ეწვევა აზერბაიჯანს.

საქართველოში ვიზიტის დასასრულს იგი „ღირსეული პარტნიორის“ მონაწილე გერმანელ ჯარისკაცებს შეხვდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG