ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში თეონა აქუბარდია ვანო მერაბიშვილის განცხადებას შემდეგი კითხვით გამოეხმაურა:
”ნეტავ რომელი ძალის მეშვეობით აპირებს მერაბიშვილი არჩევნებით მოსული ხელისუფლების გადაგდებას? რიტორიკული, ნაცმოძრაობისეული კითხვა”.
”ჩვენი პირველი ამოცანა რა არის? ინიციატივა ავიღოთ პიკეტებზე, მიტინგებზე და ა.შ.”, - ამბობს ძალოვანი უწყების ყოფილი ხელმძღვანელი:
”ამ მთავრობას ჩვენ, პირდაპირ ვიძახით, ოთხ წელიწადს ვერ ვაცლით. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ მიუვარდებით ხვალ, გადატრიალებას მოვაწყობთ და ჩამოვაგდებთ. მაგრამ ჩვენ არ უნდა მივცეთ მათ საშუალება სრულფასოვნად, ანუ ის გეგმები, რაც მკვეთრად გამოჩნდა, რომ საქართველო ეცდება როგორც მინიმუმ რუსეთთან, დსთ-სთან ურთიერთობას, არ უნდა დავუშვათ. ეს არ ნიშნავს, რომ აუცილებელია საპარლამენტო არჩევნების ჩატარება რომ ხელისუფლებაში მოხვიდე. ხელისუფლებაში მოსვლის სხვადასხვა ფორმები არსებობს, რეალურად საზოგადოებრივი კონტროლის განხორციელება, მისი ინსტიტუტების დასუსტება. სახელმწიფო იმ ინსტიტუტების, რომელიც რეპრესიულია, გადაბირება ადამიანების. მინდა გითხრათ, რომ ჩვენ 2003 წელს, სანამ ”ვარდების რევოლუცი” მოხდებოდა, ნაწილობრივ ვიყავით ხელისუფლებაში. ვაკონტროლებდით მერიას, ინიციატივა გვქონდა ქუჩაში. ანუ ჩვენ რაღაც ფორმით ხელისუფლებაში უკვე უნდა დავიწყოთ ეტაპობრივად დაბრუნება და ინიციატივის ხელში აღება. თუნდაც ეს ფაქტი, დღეს ამ მთავრობას და საზოგადოების დიდ ნაწილს აქვს განცდა, რომ ქუჩას ესენი აკონტროლებენ. ხელისუფლება, რომელიც მიტინგებს ატარებს უკვე სუსტია, განწირულია. მაგრამ ჯერჯერობით ჩვენ შეტევაზე ვერ გადავედით. ჩვენი ამოცანა რა არის? ინიციატივა ავიღოთ მიტინგებზე და ა.შ. მერე შემდეგი ეტაპი იქნება, უკვე აქტიური ჩართვა სხვა პროცესებში. ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა შევავიწროვოთ ეს ხელისუფლება”.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი სესიაშვილმა აღნიშნულ განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა:
”ნაციონალური მოძრაობის გენერალურ მდივანს ბატონ ვანო მერაბიშვილს ვურჩევ, სანამ პოლიტიკური ამბიციები გაუჩნდება და 4 წლის დალოდება დაეზარება, პირველ რიგში ბოდიში მოუხადოს ქართულ საზოგადოებას იმ ტერორისთის, იმ მოსმენებისთვის, იმ დაჭერებისთვის, იმ წამებისთვის და ამის შემდეგ თუ ქართული საზოგადოება მას მიიღებს და 4 წლის შემდეგ მათ ექნებათ თუნდაც 3%-ანი ბარიერის გადალახვის ამბიცია, მერე ვილაპარაკოთ”.
”თავისუფალი საქართველოს” გენერალური მდივანი ალექსანდრე შალამბერიძე თვლის, რომ შექმნილ ვითარებაში სამართალდამცველი სტრუქტურები უნდა გააქტიურდნენ:
” ნაციონალური მოძრაობა არის ბანდა, ეს არ არის პოლიტიკური პარტია. მათ სახელმწიფო გადატრიალების შედეგად ჩაიგდეს ძალაუფლება და 9 წელი იყვნენ ხელისუფლებაში. ამიტომ მისი ადგილია ციხეში, ვფიქრობ რომ სამართალდამცავმა სტრუქტურებმა უნდა გააქტიურონ მუშაობა ამ მხრივ. უგულავას წაუყენესბრალდება , ასევე უნდა წაუყენონ მერაბიშვილს და ეს დასაბუთებული დოკუმენტაცია უნდა დაუდონ ჩვენ საერთასორისო უცხოელ მეგობრებს, დაუმტკიცოთ მათ, თუ რა დანაშაულებები ჰქონდა ჩადენილი ამ წლების განმავლობაში.
”ამერიკის ხმა” - თუ ეს ცნობილია, რატომ აქამდე არ გააკეთა ეს ახლმა მთავრობამ?
ა.შალამბერიძე - ეს მიუთითებს ახალი მთავრობის ერთგვარ დაბნეულობაზე, რომლებიც დაფრდნენ დასავლეთიდან განხორციელებულ შემოტევაზე. ვითომ პოლიტიკური ნიშნით ნაციონალური მოძრაობის წევრების დაპატიმრებაზე. არადა, ეს არ არის წმინდა დასავლური ტიპის ორგანიზაცია, ეს არის დანაშაულებრივი ბანდა, რომელსაც უზურპირებული ჰქონდა ხელისუფლება. ამიტომ ეს უნდა გადალახოს ახალმა მთავრობამ, არ უნდა შეუშინდეს სხვადასხვა განცხადებებს, რომელიც ხშირ შემთხვევაში არის ჩაწყობილი ნაციონალური მოძრაობის მხრიდან და დასაბუთებულად, სერიოზული გამოძიებით გამოიკვლიოს ამ დანაშაულებრივი ბანდის წევრების საქმიანობა.
”ამერიკის ხმა” - პრზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პრემიერ ბიძინა ივანიშვილს საკონსტიტუციო ცვილებეთან დაკავშირებით თანამშრომლობისკენ მოუწოდა გუშინ. როგორ ფიქრობთ, შედგება ეს თანამშრომლობა?
ა.შალამბერიძე - არა, ეს თანამშრომლობა არ შედგება, ვინაიდან სააკაშვილის ეს განცხადება არის განცხადება განცხადებისთვის და არა რეალურად რაიმე ნაბიჯების გადასადგმელად ქვეყნის საკეთიდღეოდ, მათ შორის კონსტიტუციურ ცვლილებებთან დაკავშირებით. ვფიქრობ, რომ ასეთი ტიპის განცხადებებზე ხელისუფლებამ პირიქით უნდა გააკეთოს შესაბამისი სვლები და დაიწყოს ასეთი თანამშრომლობა, რათა არ დაუტოვოს სააკაშვილს ამ ბლეფის მიტანა უცხოელებთან, თითქოს ახალ ხელისუფლებას არ სურს საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით თანამშრომლობა”.