ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მედიის თავისუფლება კვლავ შეშფოთების საგანია


ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის ელჩის იან კელის ინფორმაციით, მედიის თავისუფლება კვლავ შეშფოთების საგანია ეუთოს რეგიონში.

კელის თქმით, ამერიკისთვის განსაკუთრებით შემაშფოთებელია ჟურნალისტთა წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობა, და მათი დაშინება ეუთოს არაერთ ქვეყანაში. განსაკუთრებით ეს ეხება დაღესტანის საამოძიებო ყოველვკვირეულ გაზეთ „ჩერნოვიკის“ მთავარი რედაქტორის ხაჯიმურად კამალოვის შემთხვევას: იგი 15 დეკემბერს გაზეთის რედაქციის შორიახლოს გამოასალმეს სიცოცხლეს.

აპრილში მონტენეგროში, გაზეთ „პოდგორიცას“ საგამოძიებო ჟურნალისტ ოლივერა ლაკიჩს თავს დაეხცნენ.

ამერიკის შეერთებულ შტატებს სჯერა, რომ ინტერნეტის თავისუფლება მედია თავისუფლების ინტეგრალური ნაწილია რომელიც ასევე დაცული უნდა იქნას. და მაინც, არაერთი მთავრობა ეუთოს წინაშე აღებულ ვალდებულებებს არღვევს და ინტერნეტის თავისუფლებას ზღუდავს.

მაგალითისთვის, ტაჯიკეთმა დროებით დაბლოკა ხელმისაწვდვომობა სოციალურ ქსელ „ფეისბუკზე“ და გაართულა შესვლა ოთხ დამოუკიდებელ საინფორმაციო პორტალზე. ყაზახეთში „ლაივ ჯორნალისა“ და „ლაივინტერნეტის“ ბლოგის პლატფორმა შეიზღუდა, ისევე როგორც ვებ ტელევიზია სტან. თვ. ამასთან, მთავრობა ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილ ვებ გვერდებს გამუდმებით ახშობს.

ყირგიზეთში, შუა აზიის რეგიონის შემსწავლელი ვებგვერდი ფერგანა. რუ იბლოკება. ამერიკა აღნიშულ მთავრობებს მოუწოდებს შეწყდეს ინტერნეტ ცენზურა.

ბელარუსში, ამერიკა შეშფოთებას გამოხატავს დამოუკიდებელი ჟურნალისტებისა და ბლოგერების დევნის ფაქტების გამო. გავიხსენოთ თავისუფალი ოპერატორის ალეს ბარაზენკას შემთხვევა. ამ ფონზე, ყაზახეთის მთავრობამ საპატიმროდან გაათავისუფა „ვზგლიადის“ რედაქტორი იგორ ვინიავსკი, თუმა მისი დაკავება მედია პროფესიონალების წინააღმდეგ მიმდინარე ძალადობრივი ტენდენციის კიდევ ერთი გამოვლინება იყო.

ამერიკის შეერთებული შტატები ეუთოს ყველა წევრ სახელმწიფოს მოუწოდებს შეასრულონ აღებული ვალდებულებები და დაიცვან მედიის თავისუფლება. ამასთან ერთად, ამ სახელმწიფოებს მოეთხოვებათ მკაცრად დაიცვან ჟურნალისტების უსაფრთხოება და აღკვეთონ მათზე განხორციელებული თავდასხმა.

XS
SM
MD
LG