"მაკკეინის ინსტიტუტისა" და "ეკონომიკური პოლიტიკის კლევის ცენტრის" (EPRC) თბილისის საერთაშორისო კონფერენციამ ოფიციალურად დღეს აიღო სტარტი.
კონფერენცის ფარგლებში, უცხოელი დიპლომატები 8 სექტემბერს ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ოძისს ეწვივნენ. სტუმრებმა რუსეთის ოკუპაციის შედეგები საკუთარი თვალით იხილეს და განცხადებები გააკეთეს.
დღეს ფორუმზე არაერთ მაღალი რანგის ოფიციალურ ამერიკელ და ევროპელ გამომსვლელს მოუსმინეს.
კონფერენციის პარალელურად გამართული ბრიფინგის დროს, აშშ სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილემ ფილიპ რიკერმა ერთ-ერთი კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ „მედიაპლურალიზმი არის ერთ-ერთი ძირითადი პრინციპი და ფუნდამენტი იმ ღირებულებებისა, რაც საქართველოსა და აშშ-ს აკავშირებს.“
ფორუმი 10 სექტემბერს დაიხურება.
Facebook Forum