ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თავდაცვის მდივანი რუსეთის მოქმედებას "საშიშს და დაუდევარს" უწოდებს


ამერიკის თავდაცვის მდივანმა ჯიმ მატისმა რუსეთი საშიშ და დაუდევარ მოქმედებაში დაადანაშაულა და თქვა, რომ “სრულიად ცხადია,” რომ მოსკოვი დგას ბრიტანეთში ყოფილი ჯაშუშის და მისი ქალიშვილის სამხედრო ხარისხის ქიმიური იარაღით თავდასხმის უკან.

“კაცის [სერგეი სკრიპალის] და მისი ქალიშვილის მკვლელობის მცდელობა - ამაზე, რას იტყვით?” ასე უპასუხა მატისმა ჟურნალისტებს გუშინ პენტაგონში პრესკონფერენციაზე გამოსვლისას, როცა ჟურნალისტმა მას რუსეთთან დიპლომატიური კრიზისის შესახებ ჰკითხა.

თეთრი სახლის ინფორმაციით, 25-ზე მეტმა ქვეყანამ რუსეთის 150-მდე დაზვერვის თანამშრომელი დაითხოვა საკუთარი ქვეყნიდან, რომლებიც “დიპლომატიური საფარის ქვეშ იმალებოდნენ.” ვაშინგტონი იმედს იტოვებს, რომ ამ ქვეყნების სიას კიდევ ბევრი შეუერთდება.

გუშინ ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ბრიუსელში სიტყვით გამოვიდა და თქვა, რომ ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია ნატოდან შვიდ რუს დიპლომატს აძევებს და დამატებით სამს, რომლებიც პოსტებზე დამტკიცებული ჯერ არ იყვნენ, აკრედიტაციას არ მისცემს.

“ეს რუსეთს მკაფიო მესიჯს გაუგზავნის, რომ მიუღებელ ქცევას საფასური და შედეგები აქვს,” განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG