ბოლო წლების განმავლობაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში მასობრივი მკვლელობების მაჩვენებელი საგრძნობლად გაიზარდა. "ამერიკის ხმის" ახალი ამბების სამსახურმა ბოლო 53 წლის განმავლობაში მომხდარი მასობრივი მკვლელობები შეისწავლა. მაჩვენებელი საკმაოდ მზარდია.
*კვლევაში შესულია ის თავდასხმები, სადაც ოთხი ან მეტი ადამიანი დაშავდა და დაიღუპა.
53 წლის განმავლობაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში სულ 167 მასობრივი თავდასხმა განხორციელდა და მასში, 171 თავდამსხმელი მონაწილეობდა. თავდამსხმელთაგან უმრავლესობა, მამაკაცია, მხოლოდ 3 ქალი. დადგენილი ისიც, რომ თავდამსხმელთა 50% იმიგრანტია.
"ამერიკის ხმის" მონაცემებით, თავდამსხმელთა საშუალო ასაკი 34 წელია, თავდამსხმელებთან ყველაზე ახალგაზრდა 11 წლის იყო, ხოლო ყველაზე ასაკოვანი 70 წლის.
კვლევების მიხედვით, ყველა თავდამსხმელს ბავშვობაში ჰქონდა მიღებული ტრავმა, ჰქონდათ შესამჩნევი პრობლემები და ქმედებები. თავდამსხმელებს შესწავლილი ჰქონდათ წარსულში მომხდარი თავდასხმები და მოტივები, შემუშავებული ჰქონდათ წინასწარ შეტევის განხორციელების საშუალებები და ტაქტიკები.
"ამერიკის ხმის" მონაცემებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ თავდამსხმელები მასობრივი მკვლელობების დროს ძირითადად ლეგალურად გაფორმებულ იარაღებს იყენებდნენ.
მონაცემები ასეთია:
- ლეგალურად გაფორმებული იარაღი 49% - გამოიყენა 89 მსროლელმა
- ნაჩუქარი იარაღი= 3%
- თვითნაკეთი იარაღი- 1%
- არალეგალურად შეძენილი იარაღი- 9%
- მოპარული იარაღი- 13%
- უცნობია/ დაუდგენელია- 33%
53 წლის განმავლობაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში ყველაზე მეტი მსხვერპლი მასობრივ მკვლელობებს 2017 წელს მოჰყვა, როდესაც 106 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 962 დაიჭრა.
- 2019 წელს 60 დაიღუპა, 97 დაიჭრა
- 2018 წელს 72 დაიღუპა და 65 დაიჭრა.
- 2016 წელს 70 დაიღუპა და 65 დაიჭრა
- 2015 წელს 43 დაიღუპა და 31 დაიჭრა.
"ამერიკის ხმის" მიერ მოპოვებული მონაცემების მიხედვით ირკვევა, რომ თავდამსხმელების უმრავლესობას 80%-ს ჰქონდათ მძიმე ფსიქოლოგიური პრობლემები. შეინიშნებოდათ უეცარი ხასიათის ცვლილებაც.
მონაცემების მიხედვით, თავდამსხმელთა 39%-ს ადრეულ ბავშვობაში მიღებული ტრავმა ჰქონდა. მათი ნაწილზე ფიზიკური ან სექსუალური ძალადობა განხორციელდა. თავდამსხმელთა ნაწილი ბავშვობაში შეესწრო თვითმკვლელობას ან განიცდიდა ბულინგს.
მასობრივი თავდამსხმელების ორ მესამედს მენტალური პრობლემები ჰქონდა. 23 პროცენტს ჰქონდა დეპრესია, 26 პროცენტს შიზოფრენია და ფსიქოზი. 21 პროცენტი კი ფსიქოლოგიური მკურნალობის კურსს გადიოდა.
სად მოხდა ყველაზე მეტი თავდასხმა?!
ყველაზე ხშირად მასობრივი თავდასხმები ხდება სამსახურებში და მას მოქმედი ან ყოფილი თანამშრომლები აწყობენ.
მასობრივი მკვლელობები სტატისტიკა - ადგილების მიხედვით
- 49 % - სამუშაო ადგილი
- 24% - მაღაზიები სავაჭრო ცენტრები
- 23% - რესტორნები და ბარები
- 11% - სკოლები
- 9% - კოლეჯები
- სხვა - 35%
ამერიკის შეერთებული შტატები 28-ე ადგილზეა იმ ქვეყნების ჩამონათვალში, სადაც ყველაზე ხშირად ხდება იარაღის გამოყენებით ადამიანების მკვლელობა. კვლევები გვაჩვენებს, რომ აშშ-ში ყოველ 100 000 ადამიანიდან შეიარაღებული თავდასხმით 4 ადამიანს კლავენ. ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ამ კუთხით აზიაშია, კერძოდ სინგაპურში, იაპონიაში და ინდონეზიაში.
რაც შეეხება ევროპის ქვეყნებს, ყოველ 10 მილიონ ადამიანზე აქ 6-7 შემთხვევა ფიქსირდება.
ყველაზე ცუდი მაჩვენებელი ცენტრალურ ამერიკასა და კარიბის ზღვის ქვეყნებშია. მონაცემების მიხედვით, ელ სალვადორში ყოველ 100 000 ადამიანზე 43 შემთხვევა ფიქსირდება.
Facebook Forum