ოქტომბრის დასაწაყისში, ის ჯერ კიდევ , ევროკავშირის სათავო ოფისში, თავაზიანი და პოპულარული უნივერსიტეტის იტალიელი პრეზიდენტი იყო; თუმცა არავინ იცოდა რომ სულ მალე იგი იტალიის პრემიერ- მინისტრის თანამდებობაზე დაინიშნებოდა.
ამ ადამიანის გვარი და სახელი - მარიო მონტი ამჟამად უკვე ყველასათვის ცნობილია. იტალიის პრემიერ- მინისტრის პოსტზე ახლად წარდგენილი მონტი ამბობს რომ მიუხედავად განსაკუთრებული სირთულეებისა, მას იტალიის ეკონომიკის აღორძინება გაზრდილი საფინანსო მაჩვენებლების მეშვეობით სურს.
ეს საკითხი, ბრიუსელში გამართული კონფერენციის თემას წარმოადგენდა .
„ იმისათვის რომ ფისკალური წესრიგი დამყარდეს, მთელი რიგი ფინანსური ინსტიტუტების შექმნაა საჭირო და ამსათანვე საზოგადოებრივ ინსვეტიციებზე უნდა გამახვილდეს ყურადღება,- “ აღნიშნავს იტალიის პრემიერ-მინისტრი.
საფრანგეთისა და გერმანიის ქვეყნის ლიდერები, ორი უძლიერესი ევროპული სახელმწიფო ეკონომიკის მმართველები, გაჭირვებაში მყოფი იტალიისა და მისი მგსავსი სხვა ქვეყნების ეკონომიკის ყველაზე დაჟინებული დამცველები არიან. სანამ ბატონი მონტი მათი კოლეგა გახდებოდა, არსებული კრიზისის ფონზე, მან ამ ლიდერების საქმინაობა შეაფასა.
„ისინი ფინანსურდ კარგ ნიშას ინარჩუნებენ. საფრანგეთმა და გერმანიამაც ეს გამოცდილება არა მარტო ეროვნულ დონეზე არამედ მთელი ევროპის მასშტაბით უნდა გამოიყენონ,- “ აცხადებს მონტი.
ბატონი მონტის პიროვნულმა თვისებებმა და მისმა პროფესიონალიზმა ახალი მთავრობის ფორმირებას ხელი დიდად შეუწყო.
იგი, ამასთანავე, ევროპის ეკონომიკის ინტეგრაციის საკითხის ერთ-ერთი უძლიერესი ლობისტია, რომელმაც ევროკავშირში ეკონომიკის განყოფოლიბის წამყვან თანამდებობაზე 10 წელი იმუშავა. 68 წლის ეკონომისტი რამდენიმე საერთაშორისო ჯგუფის კორპორატიული მრჩეველიცაა, თუმცა რომში კაბინეტის ხელმძღვანელი არასდროს ყოფილა.
ლონდონში არსებული კინგის კოლეჯის ექსპერტი პოლიტიკისა და ეკონომიკის საკითხებში ლეილა სიმონა მიიჩნევს რომ ბატონი მონტი იტალიის მთავრობისათვის მართებული კანდიდატურაა, რომლის მეშვეობით იტალიის ეკონომიკის პროგრესის სფეროში გარკვეული ნდობის ფაქტორი ამაღლდება.
ამ გადასახედიდან კი ცხადია რომ მარიო მონტის თანამდებობრივი მისია არც თუ ისე ადვილი იქნება. მეზობელი საბერძნეთის მსგავასად, იტალიაშიც გარკვეული გამოსვლები ეწყობა, სადაც მოქალაქეები საკუთარ გაღიზიანებასა დ პროტესტს გამოხატავენ. ამ ფონზე კი ინვესტორები იტალიის ახლად დანიშნული მთავრობის გადაწყვეტილებასა და ეკონომიკურ სტაბილურობას მოელიან.