სუკის ყოფილი აგენტის ალექსანდე ლიტვინენკოს მეუღლე ამბობს, რომ სერგეი სკრიპალის და მისი ქალიშვილის მოწამვლის საქმეზე ბრიტანეთში ოფიციალური პირების მხრიდან პასუხი ბევრად აქტიური იყო. 2006 წელს, ალექსანდრე ლიტვინენკო პოლონიუმით მოწამვლის შედეგად გარდაიცვალა. ლიტვინენკომ რადიოაქტიური იზოტროპით მოწამლული ჩაი დალია. ის ლონდონის საავადმყოფოში გარდაიცვალა. ბრიტანელ ექიმებს დიდი დრო დასჭირდათ იმის დასადგენად, თუ რამ გამოიწვია ყოფილი აგენტის სიკვდილი.
სერგეი სკრიპალის საქმე ალექსანდრე ლიტვინენკოს მკვლელობასთან ბევრ პარალელს აჩენს. ლიტვინენკო ბრიტანეთის სადაზვერვო სამსახურებთან თანამშრომლობდა. ის პუტინის აქტიური კრიტიკოსი იყო.
"ამერიკის ხმის" რუსულ რედაქციასთან საუბრისას, მარინა ლიტვინენკო, ალექსანდრეს ქვრივი, ამბობს, რომ მისთვის სკრიპალების საქმე შოკის მომგვრელი იყო.
2018 წლის მარტში, სერგი სკრიპალი და მისი ქალიშვილი იულია, ბრიტანეთის ქალაქ სალისბურიში უგონო მდგომარეობაში იპოვეს. ისინი ნერვული აგენტით მოწამლეს. ბრიტანელმა ექიმებმა მამა-შვილის გადარჩენა შეძლეს. თუმცა ამავე ნერვულ აგენტთან კონტაქტის შედეგად, ბრიტანეთის ერთი მოქალაქე გარდაიცვალა და კიდევ ერთი მოიწამლა (პოლიცია ფიქრობს, რომ ისინი სამიზნეს არ წარმოადგენდნენ).
„ამ [სკრიპალების] საქმის შეთხვევაში ყველაფერი განსხვავებული იყო. ახსნა თუ რა ხდებოდა არ იყო საჭირო“, თქვა მარინა ლიტვინენკომ და დასძინა, რომ მისი მცდელობა ექიმებისა და სამართალდამცავებისთვის აეხსნა მკვლელობის ვერსია ხშირად უყურადღებოდ იყო დატოვებული.
„ექიმებს არ ესმოდათ თუ რაზე ვსაუბრობდით ჩვენ. როცა ვეცადეთ აგვეხსნა, რომ ჩვენ არა მხოლოდ პოლიტიკური დევნილები ვიყავით, არამედ სერიოზული კონფლიქტი გვქონდა რუსეთის სპეციალურ სადაზვერვო სამსახურებთან, ხალხი ისე იქცეოდა თითქოს ჩვენ სხვა პლანეტიდან ვიყავით. არა იმიტომ, რომ მათ ჩვენი არ სჯეროდათ - უბრალოდ ვერ წარმოედგინათ თუ რაზე ვსაუბრობდით“, თქვა მან.
მარინა ლიტვინენკო ამბობს, რომ სკრიპალების შემთხვევაში „საჭირო არ იყო იმის ახსნა თუ რა მოხდა“, ნაწილობრივ ბრიტანულ სამართალდამცავ სტრუქტურებში მისი ოფიციალური სტატუსის გამო.
ლიტვინენკოს გარდაცვლილი ქმრისგან განსხვავებით, რომელიც ბრიტანულ სადაზვერვო სამსახურებს არაფორმალურად ეხმარებოდა, სკრიპალმა, მარინა ლიტვინენკოს თქმით, ჯაშუშთა გაცვლის შედეგად თავშესაფარი მიიღო. ეს კი იმას გულისხმობდა, რომ უსაფრთხოების სამსახურები და ანალიტიკოსები უფრო უკეთ იყვნენ მომზადებული იმისთვის, რომ საქმე და დანაშაულის ადგილი შეესწავლათ.
სკრიპალის სწარფმა ამოცნობამ ექიმები მოამზადა იმისთვის, რომ მათ შესაძლოა საქმე ეგზოტიკურ და ლეთალურ ნივთიერებასთან ჰქონდათ, ამბობს მარინა ლიტვინენკო.
„საჭიროება, რომ დადგენილიყო თუ ვის სურდა სკრიპალის მოწამვლა და რატომ, არ იდგა“, ამბობს ის. „ნაწილობრივ მაინც, ბრიტანეთმა აჩვენა, რომ მათ გაკვეთილი ისწავლეს“, თქვა მან.
საერთაშორისო თანამეგობრობა სკრიპალების საქმეს აქტიურად გამოეხმაურა. ევროკავშირის ქვეყნებმა, ამერიკასთან ერთად, ასობით რუსი დიპლომატი გააძევეს.
„სკრიპალის მოწამვლას ერთი კვირის შემდეგ, ჩვენი საქმისგან სრულიად განსხვავებული რეაქცია მოჰყვა. [პრემიერ-მინისტრმა] ტერეზა მეიმ საჯარო განცხადება გააკეთა, რომელიც საკმაოდ მკაცრი იყო. ტყუილი იქნება ვთქვათ, რომ მან რუსეთს ბრალი მაშინვე დასდო. ეს ასე არ იყო. მან უბრალოდ თქვა, რომ არსებობდა ეჭვი და მნიშვნელოვანი იყო რუსეთს წარმოედგინა მტკიცებულება, რომ ეს მათი ნახელავი არ იყო. რა ვიხილეთ? გაღიზიანებული პასუხი რუსეთიდან, რომ მათ არაფერი ესაქმებოდათ ამ შემთხვევასთან“, ამბობს ლიტვინენკო.
ბრიტანეთმა სალისბურის ქიმიურ თავდასხმასთან დაკავშირებით ოფიციალური გამოძიება დაიწყო, რამაც გამომძიებლები საბჭოთა დროის ნერვულ ტოქსინთან ე.წ. „ნოვიჩოკთან“ მიიყვანა.
„ვნახეთ საერთაშორისო რეაქცია - თუ როგორ დაუჭირა მხარი ბრიტანეთს ევროკავშირმა და ამერიკამ. დიპლომატების მასობრივი გაძევება გასაკვირი იყო. როცა ჩემი ქმარი მოწამლეს მსგავსი არაფერი მომხდარა“, თქვა მარინა ლიტვინენკომ.
Facebook Forum