შაბათს, 22 აპრილს, მეცნიერებმა უპრეცედენტო ნაბიჯი გადადგეს და მსოფლიოს 600-ზე მეტ ქალაქში საპროტესტო აქციები გამართეს. ისინი მეცნიერების, როგორც ფაქტებზე დაფუძნებული ცოდნის წინააღმდეგ მიმართულ მზარდ პოლიტიკურ წნეხს აპროტესტებდნენ.
ათასობით მეცნიერი და მათი მხარდამჭერი "მარშს მეცნიერებისათვის" კეიპ-თაუნში, ლონდონში, მადრიდსა და სეულში, აგრეთვე ავსტრალიაში, ბრაზილიაში, კანადასა და ნიგერიაში შეუერთდნენ.
ბერლინის აქციის ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ ქუჩაში ათი ათასამდე დემონსტრანტი გამოვიდა. მათ ბანერებზე ეწერა: "ფაქტები, არა გრძნობები" და " გვიყვარს ექსპერტები, რომლებიც ფაქტებს ფლობენ."
ჟენევაში, აქციის მონაწილეებს შემდეგი შინაარსის პლაკატები ეჭირათ: " მეცნიერება-სანთელი სიბნელეში" და " მეცნიერება პასუხია."
ვაშინგტონში, ათასობით ადამიანი კაპიტოლიუმის წინ, ეროვნულ მოლზე შეიკრიბა და მეცნიერებას მხარდაჭერა გამოუცხადა.
Facebook Forum