ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მაოისტებმა ინდოეთში 23 ადამიანი მოკლეს


სონია განდიმ დაგმო აჯანყებულების ეს თავდსხმა პარტიის წევრებზე.

ინდოეთის ხელისუფლების განცხადებით, მაოისტი მეამბოხეების თავდასხმის შედეგად ინდოეთის მმართველი კონგრესის პარტიის 23 წევრი დაიღუპა. პარტიის თავმჯდომარე სონია განდიმ დაგმო აჯანყებულების ეს თავდსხმა პარტიის წევრებზე, რომლებიც ჩატისგარის შტატში მიმდინარე წინასაარჩევნო კამპანიიდან ბრუნდებოდნენ.

სონია განდი შტატის დედაქალაქ რაიპურში ინდოეთის პრემიერ-მინისტრ მანმოჰან სინგთან ერთად ჩავიდა, სადაც ამ ტერორისტული თავდასხმის შედეგად დაშავებული ადამიანები მოინახულა.
XS
SM
MD
LG