1962 წელს შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯონ კენედი ღიად აცხადებდა, რომ ამერიკა მხარს უჭერდა აფრიკის დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ ლიდერთა გამორჩეულ ჯგუფს .
„ეს კონტინენტი დღემდე ჩვენთვის უცნობი იყო,რადგან ევროპას მასზე უფრო მეტი ზეგავლენა ჰქონდა. ახლა აფრიკა ყველასათვის ღიაა და ჩვენ მისი ერთი ნაწილი ვართ. ჩვენი ინტერესი იქ ნოლის ტოლფასია. აფრიკასთან არც სავაჭრო ურთიერთობა გვაკავშირებს და არც რაიმე ექსპლუატაციის გამოცდილება გვაქვს. უბრალოდ მხარს ვუჭერთ გაეროს საქმიანობას აფრიკაში. ჩვენ ამ კონტინენტის დამოუკიდებლობა გვსურს,“- ეს სიტყვები ჯონ კენედის ეკუთვნის.
თუმცა თავიდან ალჟირის, განას და გვინეის ლიდერების ჯგუფში მანდელას აფრიკის ეროვნული კონგრესი არ შედიოდა.
აპარტეიდის რეჟიმი ცივი ომის დროს შეერთებული შტატების უდიდესი პარტნიორი იყო აფრიკაში. ეს ურთიერთობა განმტკიცებული იყო ურანის საიმედო მოწოდებით, ამერიკის სამხედრო ფლოტის გემების მიმოსვლით და ოთხი სარაკეტო მაკონტროლებელი პუნქტით. შეერთებული შტატების მაშინდელის სახელმწიფო მდივანი დენ რუსკი ეწინაღმდეგებოდა ეკონომიკურ სანქციებს და აცხადებდა, რომ თეთრკანიანთა მართველობის დასუსტება აფრიკაში კომუნისტების ინფილტრაციას გამოიწვევდა.
ნიქსონის და ფორდის ადმინისტრაციების დროს აფრიკის კონტინენტზე კომუნისტების საწინააღმდეგოდ თეთრკანიანთა მართველობის გაძლიერებას ნელსონ მანდელას კუბის ლიდერის ფიდელ კასტროს მიმართ მიმართ მხარაჭერამაც შეუწყო ხელი. თუმცა შეერთებული შტატები მაინც თავს იკავებდა ეკონომიკური სანქციების დაწესებისგან და აფრიკაში მხოლოდ იარაღის მიწოდებაზე ემბარგო გაამკაცრა.
რონალდ რეიგანი პირველი პრეზიდენტი იყო, ვინც სიბიესის სატელევიზიო არხზე განაცხადა, რომ თუ ამერიკა რუსეთთან მოლაპარაკებას შეძლებდა, მინერალებით მდიდარ სამხრეთ აფრიკასთან დიალოგი რეალური იყო..
ჯონ არქუილა რონალდ რეიგანის საგარეო პოლიტიკის მემატიანეა:
„ცივი ომის დროს სამხრეთ აფრიკა მნიშვნელოვანი მინერალებითა და სტრატეგიული რესურსებით მდიდარი ადგილი იყო. აქ უხვად მოიპოვებოდა სხვადასხვა სტრატეგიული ლითონები. აქედან გამომდინარე სამხრეთ აფრიკის ავტორიტარულ და რასისტულ მთავრობას შეეძლო ამ საკითხით მანიპულირება, რადგან საკუთარი ინტერსები ამ ქვეყანაში რუსეთსაც ქონდა. რუსეთი კი მაშინ ჩვენი დაუძინებელი მტერი იყო.“
ამ ფონზე შეერთებულ შტატებში აპარტეიდის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები დაიწყო. კონგრესმა რონალდ რეიგანის ეკონომიკურ სანქციებზე ვეტოს მოხსნას დაუჭირა მხარი.
1990 წელს ნელსონ მანდელა ციხიდან გაათავისუფლეს. მაშინდელმა პრეზიდენტმა ჯორჯ ჰერბერტ ვოკერ ბუშმა სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტი თეთრ სახლში მიიწვია, რათა სამხრეთ აფრიკაში პოლიტიკური ცვლილებებისადმი მხარდაჭერა გამოეხატა.
ნელსონ მანდელა რასობრივი შერიგებისთვის იბრძოდა. პრეზიდენტი კლინტონი ამბობდა, რომ ამიტომაც მსოფლიო ხალხების თვალში იგი ნადვილი გმირი გახდა.
„დიდი ხნის განმავლობაში ნელსონ მანდელა თავისუფლებისთვის იბრძოდა. აპარტეიდმა ის ვერ გააჩუმა. ახლა იგი თავისუფალია და ამერიკელებს ,ვისაც სამხრეთ აფრიკაში სამართლიანობის აღდგენა სურდათ, შეუძლიათ შვებით ამოისუნთქონ.“
აპარტეიდის დასრულება ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკის ნაწილი იყო.პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა ნელსონ მანდელა თეთრ სახლში მიიწვია და მას სიმამაცის სიმბოლო უწოდა.
პრეზიდენტ ბარაკ ობამას განცხადებით, ნელსონ მანდელას მიერ დამკვიდრებული სტანდარტი ნებისიმიერი პროფესიის ადამიანს მოუწოდებს, საკუთარ თანამემამულეზე და უკეთესი საზოგადოების ჩამოყალიბებაზე იზრუნოს.