ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მხარეები გამქრალი თვითმფრინავის ძებნის შეწყვეტის შესახებ შეთანხმდნენ


მალაიზიის მთავრობამ ხელი მოაწერა შეთანხმებას ამერიკულ კომპანიასთან დაკარგული თვითმფრინავის საძიებო სამუშაოების დასრულების შესახებ. ეს იმას ნიშნავს, რომ თუკი კომპანია კვლავ უშედეგოდ განაგრძობს გაუჩინარებული ავიალაინერის ძებნას, ამის გაკეთება საკუთარი ხარჯებით მოუწევს.

ტრანსპორტის მინისტრმა ლიო ტიონგ ლაიმ დღეს კუალა ლუმპურში განაცხადა, რომ ჰიუსტონში დაფუძნებული კომპანია Ocean Infinity-ის საძიებო სამუშაოების ანაზღაურებას მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაუხდიან, თუ ის ჩამოავრდნილ თვითმფრინავს იპოვის.

მალაიზიის ავიახაზების რეისი MH 370 2014 წლის 8 მარტს გაუჩინარდა კუალა ლუმპურიდან პეკინის მიმართულებით რეისის შესრულებისას. ბორტზე 239 ადამიანი იმყოფებოდა.

სამძებრო სამუშაოები ძირითადად ინდოეთის ოკეანის სამხრეთში მიმდინარეობს. მალაიზიის ხელისუფლება კომპანიას 20 მილიონ დოლარს გადაუხდის, თუკი ის თვითმფრინავს 5 000 კვადრატული კილომეტრის რადიუსში იპოვის. თუმცა თუკი ეს 25 ათას კვ.კმ. რადიუსის არეალში მოხდება, ამერიკული კომპანია 70 მილიონ დოლარს მიიღებს ანაზღაურების სახით.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG