ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბოინგის კვალი არ ჩანს


მალაიზიის ტრანსპორტის მინისტრი ჰიშამუდინ ჰუსეინი აცხადებს, რომ დღეიდან ძებნის ტრაექტორია გაფათოვდება

მალაიზია დაკარგული თვითმფრინავის ძებნის მასშტატებებს დრამატულად აფართოებს. თანამედროვე ავიაციის ერთ-ერთი ყველაზე საიდუმლოებით მოცული ისტორია გრძელდება. შაბათს გაუჩინარებული ბოინგ-777-ის კვალს ჯერ კიდევ ვერ მიაგნეს.

მალაიზიის ტრანსპორტის მინისტრი -ჰიშამუდინ ჰუსეინი- აცხადებს, რომ დღეიდან ძებნის ტრაექტორია ფათოვდება და ის ინდოეთის ოკეანესაც მოიცავს. საუბარია მალაიზიის ავიახაზებისთვის ცნობილი თვითმფრინავის ბოლო ადგილსამყოფელიდან ათასობით კილომეტრით დაცილებულ წყლებზე. სამაშველო გემები ძებნას სამხრეთ ჩინეთის ზღვის მიმართულებითაც გააფართოებენ.

თვითმფრინავზე მყოფი 239 მგზავრიდან 2/3 ჩინეთის მოქალაქეა, დანარჩენი კი სხვადასხვა აზიური ქვეყნებიდან, ევროპიდან და ჩრდილოეთ ამერიკიდან არიან. ოფიციალური პირები თვითმფრინავის გაუჩინარების არცერთ ვერსიას არ გამორიცხავენ, მათ შორის: გატაცებას, ტექნოლოგიური გაუმართაობით მომხდარ კატასტროფას, აფეთქებას, თუ პილოტის თვითმკვლელობის მცდელობასაც კი.
XS
SM
MD
LG