ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"მაგნიტსკის აქტით" დასჯილთა სია ფართოვდება


აშშ-ის ფინანსთა სამინისტრო იტყობინება, რომ ადამიანის უფლებების დარღვევების ბრალდებით სანქციები დაუწესა დამატებით, რუსეთის 12 მოქალაქეს. სანქცირებულთა შორის არიან პირები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან 2009 წელს სერგეი მაგნიტსკის გარდაცვალების ფაქტისთვის. მაგნიტსკი მაღალი რანგის რუს ოფიციალურ პირებს კორუფციაში ამხელდა. კანონით, რომელსაც „მაგნიტსკის აქტს“ უწოდებენ, 2012 წლის შემდეგ აშშ უარს ეუბნება ვიზების გაცემაზე და აქტივებს უყინავს ბრალდებულ პირებს.

20 მაისს ამ სიას 12 რუსი ოფიციალური პირი დაემატა. თუმცა მათ შორის არ ფიგურირებენ მაღალი რანგის ოფიციალური პირები.

XS
SM
MD
LG