საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი, რომის პაპ ფრანცისკეს შეხვდა. შეხვედრის მთავარი თემები უკრაინაში მიმდინარე ომი და მშვიდობის დამყარებისთვის საჭირო ნაბიჯები უნდა ყოფილიყო.
ვატიკანში აცხადებენ, რომ მაკრონისა და პაპის დახურული შევხედრა 55 წუთს გაგრძელდა, თუმცა არ დაუკონკრეტებიათ ზუსტად რა თემებზე ისაუბრეს საფრანგეთის პრეზიდენტმა და კათოლიკეთა სულიერმა ლიდერმა.
მაკრონის ვიზიტამდე ცოტა ხნით ადრე, ფრანგი მღვდლების მხრიდან, სექსუალური შევიწროვების მსხვერპლებმა განაცხადეს, რომ კათოლიკური ეკლესია ძალიან ნელა რეაგირებს ამ ბრალდებებზე. მათ მოუწოდეს მაკრონს, პირადი შეხვედრის დროს, სწორედ ეს თემა წამოეწია ვატიკანში.
ვატიკანში აცხადებენ, რომ უკრაინაში მიმდინარე მოვლენები, კონკრეტულად კი ქვეყანაში არსებული ჰუმანიტარული სიტუაცია, მაკრონთან ვიზიტის დროს, ვატიკანის ორი ყველაზე მაღალი რანგის დიპლომატთან შევხედრის მთავარი თემა იყო. გავრცელებული ინფორმაციით, მათ ასევე განიხილეს, კავკასიაში, ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკაში მიმდინარე მოვლენები.
პაპთან ვიზიტის დროს, მაკრონს თან ახლდა მეუღლე, ბრიჯიტ მაკრონი, რომელმაც რომის პაპს გემრანელი ფილოსოფოსის, იმანუელ კანტის წიგნ "მარადიული მშვიდობის" პირველი გამოცემა აჩუქა. პაპმა კი მაკრონს მედალიონი უსახსოვრა, რომელზეც წმინდა პეტრეს ბაზილიკის ადრეულ გეგმაა გამოსახული. საფრანგეთის პრეზიდენტმა, პაპის პირადი ჩანაწერების ნაწილიც მიიღო საჩუქრად.