რუსეთის თავდასხმის შესაძლებლობის გამო დიპლომატები, უცხო ქვეყნის მოქალაქეები და ბევრი უკრაინელიც ცდილობს ქვეყნის დასავლეთში გადაინაცვლოს, რათა თავი შედარებით უფრო დაცულად იგრძნოს. ამ მხრივ ბევრისთვის თავშესაფრად უკრაინის ყველაზე ევროპული ქალაქი - ლვოვი იქცა.