რუსეთის პრეზინდეტმა მოსკოვის მერი იური ლუჟკოვი თანამდებობიდან დაითხოვა. ლუჟკოვი ბოლო წუთამდე კრემლის ზეწოლას არ ემორჩილებოდა და გადადგომაზე უარს ამბობდა.
74 წლის მერის გათავისუფლების განცხადებას მედვედევმა ხელი დღეს, ჩინეთში ვიზიტისას დღეს მოაწერა. ლუჟკოვი მოსკოვის მერი 1992 წლიდან იყო. მოტივად მედვედევმა “პრეზიდენტის მხრიდან მერის მიმართ ნდობის დაკარგვა” დაასახელა.
აღსანიშნავია, რომ კრემლმა ლუჟკოვის საწინააღმდეგო კამპანია გასული კვირების მანძილზე, ფედერალურ არხებზე ლუჟკოვის შესახებ დოკუმენტური ფილმების სერიის ჩვენებით დაიწყო.
ექსპერტების განცხადებით, დიმიტრი მედვედევი, პოპულარული პოლიტიკოსების გზიდან ჩამოშორებით, 2011 წლის საპარლამეტო და 2012 წლის საპრეზინდეტო არჩევნებისთვის ნიადაგს იმაგრებს.