16 წლის ამერიკელი ტანმოვარჯიშე გები დუგლასი ლონდონის ოლიმპიადის ოქროს მედალოსანი გახდა. იგი პირველი შავკანიანი სპორტსმენია, ვინც ინდივიდუალურ სახეობაში ოქროს მედალი მოიპოვა.
გები დუგლასმა ვარჯიში სამი წლის ასაკში დაიწყო. რვა წლის ასაკში ვირჯინიის შტატის ჩემპიონი გახდა. ნორჩ ტანმოვარჯიშეს სამშობლოში განსაკუთრებული ნიჭის გამო "მფრინავი ციყვი" შეარქვეს.
გები დუგლასის წარმატებულ პროფესიონალურ კარიერას დასაბამი დაედო. მას ცხოვრების განმავლობაში კიდევ ბევრ გამარჯვებას უწინასწარმეტყველებენ.
ისტორიული გამარჯვება
ოქროს მედალოსანი პირველი შავკანიანი ტანმოვარჯიშეა