ლატვიის პარლამენტის შენობასთან 2000-მდე ადამიანი შეიკრიბა, რომლებიც ქვეყნის პარლამენტში პრო-რუსული "თანხმობის ცენტრის" პარტიის კოალიციური მთავრობიდან გათიშვას აპროტესტებდნენ.
მომიტინგეები საყვირებით, დასარტყამი ინსტრუმენტებითა და ტრანსპარანტებით გამოხატავდნენ უმაყოფილებას მათი პარტიის მიმართ არსებული ეთნიკური დისკრიმინიაციის გამო.
პარტია "თანხმობის ცენტრს" რუსეთთან ახლო კავშირები აქვს. გასულ თვეს გამართულ რიგგარეშე არჩევნებში პარტიამ მხარდამჭერთა ყველაზე დიდი რაოდენობა მოიპოვა. მიუხედავად ამისა, ის კოალიციური მთავრობის შემადგენლობაში ვერ მოხვდა.
ლატვიაში მოსახლეობის ერთი მესამედი, ანუ დაახლოებით 2.2 მილიონი ადამიანი ერთნიკური რუსია. უკანასკნელი 20 წლის მანძილზე მათ პარლამენტში წარმომადგენლობა არ ჰყოლიათ.