საერთაშორისო სადამკვირვებლო ჯგუფი აცხადებს, რომ მხოლოდ 2016 წელს, სხვადასხვა ქვეყნის ტერიტორიაზე ნაღმებმა დაახლეობით, 2 100 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
საერთაშორისო კამპანია, რომლის მთავარი მიზანიც მიწაში დამალული ნაღმების აკრძალვაა, აცხადებს, რომ ამგვარი შემთხვევების შედეგად გასულ წელს 8 605 ადამიანი დაშავდა, 2 089 კი დაიღუპა. მათ შორისაა ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობებით გამოწვეული ზიანიც.
დაშავებულთა 78% სამოქალაქო პირები იყვნენ. გასულ წელს ყველაზე მაღალი იყო დაშავებულ ბავშვთა რიცხვი. ბავშვები დაშავდნენ 52 ქვეყანაში მომხდარი აფეთქებების შედეგად.
დღეს გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, მიანმარი და სირია ის ქვეყნებია, რომელთა ხელისუფლებაც აქტიურად იყენებს ასაფეთქებელ მოწყობილობებს. არც ერთი მათგანი არაა იმ საერთაშორისო ხელშეკრულებების წევრი, რომელიც მსგავს ქმედებებს კრძალავს.