ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლენს არმსტრონგის აღიარება


41 წლის ათლეტი შეერთებული შტატების მთავრობის წინააღმდეგ ჩადენილ თაღლითობაშია ეჭვმიტანილი

ამერიკელმა ველომბროლელმა ლენს არმსტრონგმა აღიარა, რომ თავისი ხანგრძლივი კარიერის მანძილზე დოპინგს იღებდა. მიუხედავად ამისა მას სასამართლოში მოუწევს თავის მართლება.
41 წლის ათლეტი შეერთებული შტატების მთავრობის წინააღმდეგ ჩადენილ თაღლითობაშია ეჭვმიტანილი, რადგან მის გუნდს ამერიკის საფოსტო სამსახური აფინანსებდა.
სასამართლოში სარჩელი არმსტრონგის თანაგუნდელმა ფლოიდ ლენდისმა შეიტანა, რომელსაც 2006 წელს დოპინგის გამოყენების გამო ჩამოართვეს ტურ დე ფრანსის ველორბოლაში გამარჯვებულის ტიტული.
ლენს არმსტრონგი შესაძლოა ციხეშიც მოხვდეს, თუ მთავრობა მის წინააღმდეგ საჩივარს შეიტანს 2005 წელს დიდი ფედერალური ჟიურის წინაშე ფიცის ქვეშ მიცემული ყალბი ჩვენების გამო.
XS
SM
MD
LG