ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კრემლი ელონ მასკის შეთავაზებაზე: ჯერ უნდა შევამოწმოთ ეს ქსელი 


გასულ კვირას მილიარდერმა ელონ მასკმა რუსეთის პრეზიდენტს მოწვევა გაუგზავნა, ახალ სოციალურ ქსელ "კლაბჰაუსში" შემდგომ კი ტვიტერში დაწერა, რომ პუტინთან საუბარი მისთვის "დიდი პატივი იქნებოდა". ეს კომენტარი მასკმა პუტინს "ტვიტერის" ანგარიშზე დაუტოვა.

შეთავაზებიდან რამდენიმე საათში, კრემლმა დრო ითხოვა, რათა როგორც პრეზიდენტის მრჩეველი დიმიტრი პესკოვი ამბობს, უნდა დარწმუნდნენ ქსელის უსაფრთხოებაში.

"ზოგადად საინტერესო საკითხი და შემოთავაზებაა. მაგრამ, ჩვენ უნდა ვიცოდეთ რას გულისხმობს ეს შემოთავაზება, შემოწმდეს ის და შემდეგ მოვახდინოთ რეაგირება ამ საკითხზე,"- თქვა პესკოვმა.

აღსანიშნავია, რომ სოციალური ქსელი "კლაბჰაუსი" ამერიკაში, სან-ფრანცისკოში 2020 წელს შეიქმნა. ახალ სოციალურ ქსელში მოსახვედრად, ადამიანმა მიწვევა უკვე რეგისტრირებული ადამიანისგან უნდა მიიღოს. შეიძლეა ითქვას, ეს ერთგვარი დახურული კლუბია ონლაინ სივრცეში სადაც ათობით თემის ირგვლივ მისი წევრები საუბრობენ.

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, როგორც ჩანს, ჯერ კვლავ ფიქრობს მასკის შეთავაზებაზე, თუმცა რა გადაწყვეტილებას მიიღებს, ეს უცნობია. პუტინი როდესაც სუკის ოფიცერი იყო, ფიქრობდა, რომ ინტერნეტი ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს პროექტის ნაწილი იყო და ის საფრთხეს შეიცავდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG