ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური ამბობს, რომ ფრონტზე უკიდურესად რთული ვითარებაა


უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური ამბობს, რომ ფრონტზე უკიდურესად რთული ვითარებაა. მისი განმარტებით, თვეების განმავლობაში ავდიივსკისა და კუპიანსკის აღების წარუმატებელი მცდელობების შემდეგ რუსეთი ახლა ფრონტზე ახალ ძალებსა და აღჭურვილობას აგზავნის.

უკრაინას სამხედრო ტექნიკა, ამუნიცია და საჰაერო თავდაცვის რაკეტები თანდათან უფრო და უფრო აკლდება. რუსეთი კი სამოქალაქო მოსახლეობისა და მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული ობიექტების დაბომბვას აგრძელებს.

"საოპერაციო/სამოქმედო გარემო ძალიან კომპლექსური და ინტენსიურია. რუსი ოკუპანტები აძლიერებენ ძალისხმევას და დიდი უპირატესობა აქვთ ჯარისკაცების რაოდენობის მხრივ", - ამის შესახებ გენერალმა ოლექსანდრ სირსკიმ "ფეისბუქზე" 14 თებერვალს დაწერა, მას შემდეგ, რაც ფრონტზე თავდაცვის მინისტრ რუსტემ უმეროვთან ერთად იმყოფებოდა.

"ავდიივკის მიმართულებით უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსი ოკუპანტების 29 თავდასხმა მოიგერიეს", - თქვა სირსკიმ.

24 თებერვალს ორი წელი ხდება, რა რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. კიევისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ამერიკაში შეყოვნებულლი სამხედრო დახმარება ქვეყანას რაც შეიძლება მალე მიეწოდოს.

XS
SM
MD
LG