ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კორეის კრიზისი


სეული ფხენიანიდან სარაკეტო თავდასხმის შემთხვევაში საბრძოლო მზადყოფნაშია

შეერთებული შტატების და სამხრეთ კორეის სამხედრო ძალები ინარჩუნებენ მზადყოფნას ჩრდილოეთ კორეს მხრიდან სარაკეტო გამოცდის მოლოდინში. ფხენიანი ვაშინგტონის და სეულის წინააღმდეგ ომის მუქარას აგრძელებს. დღეს ჩრდილოეთ კორეამ განაცხადა, რომ მათ „უძლიერეს დამრტყმელ საშუალებაზე“ უკვე მონიშნეს კოორდინატები, რომელსაც მოწინააღმდეგის ცეცხლში გახვევა შეუძლია. სამხრეთ კორეის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ სეული ჩრდილოეთ კორეის რაკეტის გაშვებისთვის მზად არის. სამინისტროს წარმომადგენელმა კიმ მინ-სეოკმა აღნიშნა, რომ მათი უწყება რაკეტის გასანეიტრალებლად მზად არის.
„ჩვენ შეშფოთებულები ვართ ჩრდილოეთ კორეის მიერ რაკეტის შესაძლო გაშვებასთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენს ტერიტორიას და მოსახლეობას ემუქრება. თუმცა, ჩვენ სრულ მზადყოფნაში ვართ. როდესაც ჩრდილოეთ კორეა გაუშვებს რაკეტას, ჩვენ დაუყოვნებლივ დავადგენთ მის მიმართულებას,“ - განაცხადა სამხრეთ კორეის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა.
XS
SM
MD
LG