ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კესონგის ობიექტის სამხრეთ კორეელი მუშების ბედი


გაერთიანების მინისტრმა განაცხადა, რომ სამხრეთ კორეის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება და 180 მუშას შინ დააბრუნებს

მაღალი რანგის სამხრეთ კორეელი ოფიციალური პირი, რომელსაც ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეას შორის ორმხრივი ურთიერთობების მოგვარება ევალება აცხადებს, რომ დროა კესონგის ობიექტიდან სამხრეთ კორეელი მუშები შინ დაბრუნდნენ.
დღეს, სამხრეთ კორეის პრეზიდენტი კაბინეტის წევრებს შეხვდა, სადაც კესონგის ბედი განიხილეს.
გაერთიანების მინისტრმა განაცხადა, რომ სამხრეთ კორეის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება და 180 მუშას შინ დააბრუნებს.
სეულის გადაწყვეტილება მოსდევს ფხენიანის უარს-განაახლოს კომპლექსის ამოქმედებაზე მოლაპარაკებები. ამგვარი შეთავაზებით პირველად სეული გამოვიდა.
ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლებამ ამასთან, აღნიშნა, რომ შესატყვისად მკაცრ ნაბიჯებს გადადგამს თუ სეული სასაზღვრო ქალაქში სიტუაციის გაუარესებას შეეცდება.
XS
SM
MD
LG