ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სამხრეთ კორეა პროვოკაციას პასუხობს


პრეზიდენტმა განკარგულება გასცა ჩრდილოეთ კორეის ნებისმიერ პროვოკაციას მყისიერი და ძლიერი პასუხი გაეცეს

სამხრეთ კორეის პრეზიდენტი ჩრდილოეთიდან წამოსულ ომის მუქარას მკაცრი განცხადებით პასუხობს. ოფიციალური წყაროების ცნობით, თავდაცვის მინისტრებთან შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტმა პარკ ჟინ ჰემ განკარგულება გასცა ჩრდილოეთ კორეის ნებისმიერ პროვოკაციას, მოსალოდნელი პოლიტიკური შედეგების მიუხედავად, მყისიერი და ძლიერი პასუხი გაეცეს.

ჯერჯერობით არ ზუსტდება, თუ როგორ იმოქმედებს პრეზიდენტის ბრძანებულება შეერთებული შტატების სამხედრო ქვედანაყოფებზე, რომლებიც კორეის ნახევარკუნძულზე იმყოფებიან. 22 მარტს ორ ქვეყანას შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, ამერიკელ ჯარისკაცებს უფლებები გაუფართოვდათ და მოვალენი გახდნენ პროვოკაციის შემთხვევაში კონფლიქტში დაუყოვნებლივ ჩაერთონ.
XS
SM
MD
LG