ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კრიზისი კორეის ნახევარკუნძულზე


ფხენიანი საშუალო რადიუსის რაკეტის გაშვებისთვის ემზადება

შეერთებული შტატების და სამხრეთ კორეის სამხედრო ძალებში საბრძოლო მზადყოფნის დონე გაძლიერებულია, რაც ჩრდილოეთ კორეიდან შესაძლო საფრთხეს უკავშირდება. ამის შესახებ სამხრეთ კორეის ნახევრადოფიციალური საინფორმაციო სააგენტო იუწყება. თავის მხრივ, ჩრდილოეთ კორეა აცხადებს, რომ საშუალო რადიუსის რაკეტის გამოცდის ფინალურ სტადიაზე იმყოფება. ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ ფხენიანი რაკეტას ორშაბათს, ჩრდილოეთ კორეის დამაარსებლის კიმ ირ სენის დაბადების დღეზე გამოცდის. სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრმა იონ ბიონსემ ოთხშაბათს განაცხადა, რომ ფხენიანისგან რაკეტის გამოცდას ნებისმიერ დროს უნდა ელოდონ.

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არის რაკეტა მუსუდანი, რომელიც საშუალო რადიუსის რაკეტის ახალი ფორმაა. მისი მოქმედების რადიუსი 3,500 კილომეტრია. თუ რა მანძილზე მოხდება მისი გასროლა ეს ჩრდილოეთ კორეაზეა დამოკიდებული,“ - განაცხადა სამხრეთ კორეის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
XS
SM
MD
LG