ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეზიდენტი ობამა მომავალ კვირას სეულში ჩავა


ამერიკის ხელისუფლება ადასტურებს, რომ პრეზიდენტი ობამა მომავალ კვირას სეულში ვიზიტის დროს სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეას შორის არსებულ დემილიტარიზირებულ ზონას ესტუმრება.

თეთრი სახლის განცხადებით, ობამა სეულში დაგეგმილ მაღალი რანგის ბირთვული უსაფრთხოების სამიტამდე ადრე დემილიტარიზირებულ რეგიონში ამერიკელ ჯარისკაცებს შეხვდება.

ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის ბენ როდსის განცხადებით, ობამას ვიზიტი ამერიკა-სამხრეთ კორეის ალიანსის მნიშვნელობის ხაზგასმა და იმ 28 000 ამერიკელი ჯარისკაცის მხარდაჭერის გამოხატულებაა, რომლებიც დემილიტარიზირებულ ზონაში მსახურობენ.

ეს ზონა ერთერთი ყველაზე საშიში ადგილია დედამიწაზე, და იქ სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეის შეიარაღებული ძალები ერთმანეთის პირისპირ არიან განლაგებული.

XS
SM
MD
LG