ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ოლიმპიადის მიუხედავად ორ კორეას შორის დაძაბულობა გრძელდება


დღეს, ჩრდილოეთ კორეამ, თავის მეტოქე სამხრეთ კორეაში ზამთრის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიამდე ერთი დღით ადრე, ფხენიანში სამხედრო აღლუმი გამართა.

სეულის სამთავრობო წყაროების ცნობით, კიმ ერ სენის მოედანზე ათობით ათასმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა აღლუმში, რომელიც ჩრდილოეთ კორეის სამხედრო ძალების 70-ე წლისთავს მიეძღვნა.

ჩრდილოეთ კორეა, რეჟიმის დამფუძნებელი კიმ ერ სენის მიერ, პირველი რევოლუციური არმიის დაარსების დღეს, ჩვეულებრივ 25 აპრილს აღნიშნავს, მაგრამ წინა თვეში მთავრობამ გამოაცხადა, რომ დღესასწაულს 8 თებერვლისთვის გადაიტანდა. ეს აშკარა მცდელობაა, რომ საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება, ოლიმპიადის დაწყების ცერემონიიდან თავისკენ გადაიტანოს.

კიმ ჩენ უნმა, ოლიმპიადაში მონაწილეობის მისაღებად, სამხრეთ კორეაში დიდი დელეგაცია გაგზავნა, მათ შორის საკუთარი დაც, რომელიც მმართველი, მუშათა პარტიის მაღალჩინოსანია.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG