სირიაში მიმდინარე სამოქალაქო ომში ირანი პრეზიდენტი ბაშარ ალ ასადის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მხარდამჭერია. მოსკოვი აცხადებს, რომ ირანი სამშვიდობო მოლაპარაკების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მონაწილე უნდა იყოს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვის თქმით:
„ირანმა არაერთხელ აღნიშნა, რომ მხარს უჭერს ასადის მთავრობას. ირანელი ოფიციალური პირები ხშირად სტუმრობენ დამასკოს. გეოპოლიტიკურმა ბარიერებმა ხელი არ უნდა შეუშალოს მოლაპარაკებებში ირანის მონაწილოებას.“
ობამას ადმინისტრაცია უარს ამბობს სამშვიდობო მოლაპარაკებებში თეირანის ჩართვაზე. თუმცა ამასთან, თეთრი სახლის თქმით, ჯერ ზუსტად არ არის გადაწყვეტილი ვინ მიიღებს და ვინ არ მიიღებს კონფერენციაში მონაწილეობას. სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი ჯენ პსაკი ამბობს, რომ ვაშინგტონს კარგად ესმის მოსკოვის პოზიცია თეირანთან დაკავშირებით:
„ჩვენ რუსების არგუმენტი ვიცით. ვიმეორებ, რომ ეს მოთხოვნა მოულოდნელი არ იყო. გარდა ამისა, ეს შეხედულება მათ საჯაროდაც აქვთ არაერთხელ გამჟღავნებული. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას ყველა მხარის ჩასართველად.“
ამერიკის თავშეკავება ირანის მოლაპარაკებებში ჩართვაზე თეირანის ბირთვულ პროგრამას უკავშირდება. თუ თეირანი სირიაში გამოსავლის მოსანახად მოლაპარაკების მაგიდას მიუჯდება, მაშინ როგორ გაგრძელდება ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით არსებული უთანხმოება. ასევე გადასალაზი სირთულეა ირანის მიერ ლიბანური გასამხედროებული დაჯგუფება ჰეზბოლას მხარდაჭერა, რომელიც სირიის ოპოზიციის თქმით ასადის რეჟიმს უწევს დახმარებას და მეამბოხეებს აქტიურეად ებრძვის ლიბანის საზღვართან ახლოს მდებარე ტერიტორიებზე. ამერიკის მშვიდობის ინსტიტუტის ანალიტიკოსი სტივ ჰეიდენმანი ამბობს:
„ამერიკის აზრით, ირანი დაძაბულ ვითარებაში ყოველთვის არაკონსტრუქციულ როლს თამაშობს და სიტუაციას კიდევ უფრო ურევს. ამერიკა და რუსეთი ცდილობენ მოლაპარაკების მაგიდასთან ისეთი ქვეყნები შეკრიბონ, რომლებსაც სირიაში კონფლიქტის დამთავრებაში პირდაპირი ინტერესი აქვთ.“
სირიის საგარეო საქმეთა მინისტრი ვალიდ ალ მუალემი ამბობს, რომ ირანს მისი ქვეყნის დაცვაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს:
„ეს შიდა ომია. მაგრამ ამავდეროეულად, ის რეგიონალური და საერთაშორისო ომია, რომელიც სირიელი ხალხის წინააღმდეგაა მიმართული. ჩვენ საკუთარი თავის დაცვას გავაგრძელებთ და აგრესიას დუმილით არ შევხვდებით.“
ირანის საგარეო საქმეთა მინსიტრი ალი აქბარ სალეჰი ამბობს, რომ მხოლო პოლიტიკური გადაწყვეტილების მონახვამ შეიძლება კონფლიქტი მთელს რეგიონში გაავრცელოს:
„ღვთის წყალობით, სირიაში საქმე კარგად მიდის. სირიის მამაცმა შეიარაღებულმა ძალებმა ტერიტორიის დიდი ნაწილის უკან დაბრუნება შეძლეს. მომავალში სირია ბოლომდე აღიდგენს საკუთარ ძალას.“
ჰეიდენმანი ამბობს, რომ სირიაში კონფლიქტის დასრულება ირანის მონაწილეობის გარეშე შეუძლებელი იქნება:
„ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამერიკა დათმობებზე უნდა წავიდეს. მაგრამ ის ცხადია, რომ ირანის მონაწილეობის გარეშე სირიაში პროგრესის მიღწევა რთული იქნება. თეირანს საერთაშორისო საზოგადოებამ ის მაინც უნდა დაანახოს, რომ ირანი მოლაპარაკების თანასწორუფლებიანი წევრია.“
სირიის მთავარ ოპოზიციურ ჯგუფს ჯერ არ განუცხადებია მიიღებს თუ არა მონაწილეობას სამშვიდობო კონფერენციაში. მათ მიერ გადაწყვეტილების მიღება იმაზეა დამოკიდებული მიიღებს თუ არა მასში მონაწილეობას ასადის მთავრობა და ირანი.