ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჯონ კერი ბიუჯეტის შეკვეცის წინააღმდეგ


ბიუჯეტის შეკვეცა, კერის აზრით, იმოქმედებს როგროც აშშ-ის საგარეო პოლიტიკაზე, ისე ინვესტიციებზე კერძო სექტორში

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი ფედერალური ბიუჯეტის ავტომატური შეკვეცის წინააღმდეგია, რომელიც ძალაში პირველი მარტიდან ამოქმედდება. ბიუჯეტის შეკვეცა, კერის აზრით, იმოქმედებს როგროც აშშ-ის საგარეო პოლიტიკაზე, ისე ინვესტიციებზე კერძო სექტორში.

სახელმწიფო მდივნის განცხადებით, შეერთებული შტატების "შედარებით მცირე ინვესტიცია" საგარეო პოლიტიკაში გლობალური სატაბილურობის საწინდარია. ამასთან, ეს ხელს უწყობს ამერიკულ კომპანიებს ქვეყნის გარეთ კონკურენცია გაუწიონ უცხოელ კოლეგებს.

"დახმარება ქვეყნის გარეთ არ წარმოადგენს უბრალოდ თანხების გაღებას ან ქველმოქმედებას. ეს არის ინვესტიცია ძლიერ ამერიკაში და თავისუფალ მსოფლიოში. საგარეო დახმარების საშუალებით ხდება სხვების ფეხზე წამოყენება, რაც სამაგიეროდ მათ საერთო ძალისხმევაში ჩართვით გვიბრუნდება" განაცხადა ჯონ კერიმ.
XS
SM
MD
LG