დღეს შეერთებული შტატების პრეზიდენტის ჯონ კენედის მკვლელობიდან 49 წელი შესრულდა. კენედის თაყვანისმცემლები ტეხასის შტატში, ქალაქ დალასში იკრიბებიან, რათა წუთიერი დუმილით პატივი მიაგონ მოკლული პრეზიდენტის ხსოვნას. 49 წლის წინ პრეზიდენტი კენედი სწორედ დალასში მოკლეს. მომავალ წელს პრეზიდენტის მკვლელობიდან ორმოცდამეათე წლისთავს დალასელები საეკლესიო ზარების რეკვით აღნიშნავენ.
კენედის თაყვანისმცემლები დალასში ჩადიან