დღეს ამერიკის პრეზიდენტი საგანგებო მიღებას მართავს უზენაესი სასამართლოს ახლად დამტკიცებული მოსამართლის ელენა კაგანის საპატივსაცემოდ. კაგანის კანდიდატურა გუშინ ამერიკის სენატმა, ხანგრძლივი განხილვის შემდეგ დაამტკიცა.
კაგანი მეოთხე ქალია, რომელიც ამერიკის უზენაეს სასამართლოს 9 წევრიან შემადგენლობაში იმსახურებს.
უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ კანდიდატს ქვეყნის პრეზიდენტი წარადგენს. მას, შემდეგ სენატის უმრავლესობა ამტკიცებს.