ავღანეთის პრეზიდენტი აშრაფ ღანი დაჯგუფება „თალიბანთან“ უპრეცედენტო სამშვიდობო მოლაპარაკებების იდეით გამოდის. ღანი დაჯგუფებას ლეგიტიიმურ პოლიტიკურ პარტიად აღიარებას და საერთაშორისო სანქციების სიიდან ამოღებას სთავაზობს. „თალიბანისგან“ ღანი ამის სანაცვლპოდ სამშვიდობო მოლაპარაკებებში ჩართვას და ძალადობის შეწყვეტას ითხოვს.
დღეს დილით ქაბულის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტმა განაცხადა, რომ შესაძლებელია განხილულ იქნას „თალიბანის“ კიდევ ერთი მოთხოვნა კონსტიტუციის გადახედვასთან დაკავშირებით.
„სამშვიდობო პროცესი მოიცავს სამ ეტაპს - მოლაპარაკებებს, დამტკიცებას და აღსრულებას. ყველა ეტაპში ქალები იქნებიან ჩართულნი,“ განაცხადა პრეზიდენტმა.
ღანის საჯარო გამოსვლამდე რამდნეიმე დღით ადრე „თალიბანმა“ განცხადება გაავრცელა, სადაც შეერთებულ შტატებთან პირდაპირი მოლაპარაკებების იდეით გამოვიდა.