„მსოფლიო გლობალურ ბაზრებზე რესურსებისთვის იბრძვის. ყოველი დღე, როდესაც ამერიკა ეჭვობს ამ არენაზე ფეხის შედგმის და ლიდერობისთვის ბრძოლის აუცილებლობას, არის ჩვენი ქვეყნის დასუსტების დღე“ - განაცხადა სენატორმა ჯონ კერიმ ოთხსაათიან მოსმენებზე, რომელიც მის სახელმწიფო მდივნის პოზიციაზე ნომინირებას უკავშირდება.
ხუთშაბათს მიმდინარე მოსმენების თემა იყო როგორც ამერიკის საგარეო ურთიერთობები, კერძოდ -ირანის, ავღანეთის, სირიის და ლათინური ამერიკის ქვეყნების- საკითხები, ასევე ქვეყნის ეკონომიკა, ტერორიზმი და ფისკალური პრობლემები. სენატორ ჯონ კერის განცხადებით, შეერთებულმა შტატებმა გლობალური ლიდერობის შენარჩუნებისთვის პირველ რიგში საკუთარი ფისკალური პრობლემები უნდა მოაგვაროს.
ჯონ კერი სენატორობის 28 წლის მანძილზე შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში მსახურებდა და ბოლო 4 წლის მანძილზე მისი თავმჯდომარე გახლდათ. მოსმენებზე ის ამჟამინდელმა სახელმწიფო მდივანმა, ჰილარი კლინტონმა წარადგინა, რომელიც პოსტის დატოვებას რამდენიმე კვირაში გეგმავს.