შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი აცხადებს, რომ ყატარში გახსნილი თალიბანის ოფისი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ავღანეთში პოლიტიკური შერიგების პროცესში.
სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი ყატარის დედაქალაქ დოჰაში სირიის მეგობრების სახელით ცნობილი საერთაშორისო სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე ჩავიდა.
დოჰაში თალიბანის ოფისის გახსნამ და ამერიკელებთან დაგეგმილმა მოლაპარაკებებმა ავღანეთის პრეზიდენტის ჰამიდ კარზაის შეშფოთება გამოიწვია. მისი თქმით, ავღანეთის მთავრობა მხარს არ დაუჭერს ამ მოლაპარაკების გამართვას.