ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დასაქმების ბაზარზე მდგომარეობა გაუმჯობესდა


შეერთებულ შტატებში მოსახლეობის 7 მთელი ექვსი პროცენტი კვლავ უმუშევარია

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:02:31 0:00
ბმული

ივნისში შეერთებული შტატების სამუშაო ბაზარზე აღმასვლა დაფიქსირდა, რაც ქვეყნის მასშტაბით 195 ათასი ახალი სამუშაო ადგილის შექმნამ გამოიწვია.შრომის დეპარტამენტის სტატისტიკის ბიუროს ანგარიშით, 2013 წლის იანვრიდან ამერიკაში ყოველთვიურად 200. 000 ადამიანი საქმდება. თუმცა მიუხედავად ამ ციფრებისა, შეერთებულ შტატებში უმუშევრობის დონე კვლავ მაღალი რჩება.

გასულ თვეს შეერთებულ შტატებში ყველაზე მეტი ადამიანი საცალო ვაჭრობის და სასტუმრო ბიზნესის სფეროებში დასაქმდა. ასევე ბევრი პოზიცია გაიხსნა სამედიცინო და პროფესიულ სფეროებშიც. თუმცა ეკონომიკის ბლოგერი კრის მარტენსონი წერს, რომ დასაქმება ძირითადად ნახევარგანაკვეთიან სამუშაო ადგილებზე მოხდა.

„სიმართლე გითხრათ, ბევრად უფრო გამიხარდებოდა, საათობრივი და კვირის ანაზღაურებათა მატება რომ დაფიქსირებულიყო. მაგრამ არც დღევანდელი მონაცემებია ცუდი.“

დღესდღეობით შეერთებულ შტატებში მოსახლეობის 7 მთელი ექვსი პროცენტი უმუშევარია. პიკპროსპერიტი.კომ-ის წარმომადგენელი კრის მასტერსონი ამბობს:

„უმუშევრობა უძრავი ქონების მონაცემების მიხედვით ჯერ არ შეცვლილა. სამუშაო ბაზრის ცვლილება ამ სფეროზე არ აისახება. რაც იმას ნიშნავს, რომ მთავრობის მიერ ეკონომიკის სტიმულირება გრძელდება.“

ყოველთვიურად ამერიკის ცენტრალური ბანკი ხაზინის ბონდებს ყიდულობს და უძრავი ქონების სესხის უსაფრთხოების ხარჯებს ფარავს. ამით შეერთებულ შტატებში ხანგრძლივი სესხის პროცენტული ინტერესი დაბალ დონეზე ნარჩუნდება. ცენტრალური ბანკის თავმჯდომარის ბენ ბერნანკეს განცხადებით, თუ უმუშევრობა დაიკლებს, ფედერალური ბანკი შესყიდვების შემცირებას დაიწყებს.

ექსპერტების აზრით, ბანკი ბონდების შესყიდვის პროცესს უახლოეს მომავალში შეაჩერებს. ეს კი სავარაუდოდ წლის მეორე ნახევარში მოხდება.
ფინანსების სპეციალისტი ჯეიმს ბლეიკი ამბობს:

„ ეკონომიკის ზრდის ნიშნები უკვე მოსჩანს. შეიძლება ეს სრულ გამოჯანსაღებას არ ნიშნავს, მაგრამ ზომიერი ზრდა მაინც მოსალოდნელია.“

შეერთებულ შტატებში ბიზნესის სფეროში სიფრთხილეს მაინც ინარჩუნებენ. ექსპერტები წარმოების სფეროში სამუშაო ადგილების დაკარგვასაც კი ვარაუდობენ. მიუხედავად პოზიტიური ნიშნებისა, შრომის დეპარტამენტის განცხადებით, 11 მილიონ რვაასი ათასი ამერიკელი დღემდე უმუშევარია.
XS
SM
MD
LG