იაპონიის მთავრობა აცხადებს, რომ უფრო აქტიურ როლს ითამაშებს ფუკუშიმას ბირთვული რეაქტორიდან დაბინძურებული წყლის გაჟონვის აღსაკვეთად.
პრემიერ მინისტრმა შინზო აბემ მთავრობას მოუწოდა „დაუყოვნებელი“ დახმარება აღმოუჩინოს ტოკიოს ელექტრო ენერგიის კომპანიას - ტეპკოს -ფუკუშიმაზე სამუშაოების ჩატარებაში.
„ფუკუშიმას სტაბილურ მდგომარეობაში შენარჩუნება ჩვენი გამოწვევაა. კონკრეტულ პრობლემას სადგურზე დაგუბებული დაბინძურებული წყალი წარმოადგენს, რომელიც მოსახლეობის ყურადღების ცენტრშია მოქცეული. ამ პრობლემის გადაჭრას მხოლოდ ტეპკოს ვერ მივანდობთ.“
ტეპკომ განაცხადა, რომ სადგურზე მომუშავე პერსონალი ვეღარ ახერხებს რასიოაქტიური მასალით დაბინძურებული წყლის ოკეანეში გაჟონვის შეჩერებას. ეს წყალი თავდაპირველად ფუკუშიმას რეაქტორის გასაგრილებლად იყო გამოყენებული.