იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრი ფუმიო კიშიდა გაეროს უშიშროების საბჭოს ჩრდილოეთ კორეისთვის კიდევ უფრო მკაცრი სანქციების დაწესებას სთხოვს. საკითხის ხელახალი განხილვა ჩრდილოეთ კორეაში ჩატარებულ უკანასკნელ ბირთვულ გამოცდებს უკავშირდება.
ამერიკის ხმისთვის მიცემულ ინტერვიუში იაპონიის საგარეო უწყების ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის ერთობა ამ საკითხში უმნიშვნელოვანესია, რადგან ბირთვული გამოცდები მსოფლიოში მშვიდობას და სტაბილურობას საფრთხეს უქმნის. ეს არაერთხელ აღინიშნა ამერიკა-იაპონიის სამიტზე. საჭიროა რომ:
„გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭომ მიიღოს რეზოლუცია ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ სანქციების კიდევ უფრო გამკაცრების შესახებ“ - აღნიშნავს იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრი.