ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ინციდენტი იაპონიაში


ოკინავაზე ამერიკელმა სამხედრომ 13 წლის ბიჭს სცემა

იაპონიის პოლიცია 13 წლის ბიჭზე ამერიკელი სამხედროს თავდასხმის საქმეს იძიებს კუნძლ ოკინავაზე, სადაც ამერიკული სამხედრო ბაზის გამო მოსახლეობის უკმაყოფილება იზრდება.

ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე ბინაში განზრახ შეიჭრა, იქ მყოფ ბიჭს სცემა, რის შემდეგაც მესამე სართულიდან გადახტა და მრავალი დაზიანება მიიღო. იაპონის პრემიერ მინისტრმა, იოშიკო ნოდამ ამ ინციდენტს სავალალო უწოდა. იაპონიამ უკვე აცნობა მომხდარის შესახებ აშშ-ის ელჩს, ჯონ როსის, რომელმაც ინციდენტის გამო მწუხარება გამოთქვა.
XS
SM
MD
LG