ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იტალიის არჩევნების შედეგები


ბერლუსკონიმ ნახევარი პროცენტით წააგო

იტალიაში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების პირველადი შედეგები უკვე გამოქვეყდა, მემარცხენე ცენტრისტულმა კოალიციამ რომელსაც პიერ ლუიჯი ბერსანი ხელმძღვანელობს, ხმების 29, 55 პროცენტი დააგროვა და პარლამენტის ქვედა პალატაში ყველაზე მეტი ადგილი მოიპოვა. დაახლოებით ნახევარი პროცენტით ნაკლები ხმები მიიღო ყოფილი პრემიერ-მინისტრის და მემარჯვენეების ლიდერის სილვიო ბერლუსკონის პარტიამ. მესამე ადგილზე კი კომიკოსის ბეპე გრილიოს პოლიტიკური მოძრაობა გავიდა, რომელიც „ხუთი ვარსკვლავის მოძრაობის“ სახელითა არის ცნობილი. როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, ამით იტალიელებმა ქვეყნის პოლიტიკური და ეკონომიკური ჩავარდნის მიმართ საკუთარი პროტესტი გამოხატეს. სენატში ძალთა განლაგება ჯერ ისევ უცნობია.
XS
SM
MD
LG