ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მორიგი მსხვერპლი ისრაელში


ისრაელის მოქალაქე დაიღუპა მას შემდეგ, რაც გუშინ მას და მის თანმხლებ პირს პალესტინელი მძღოლი მანქანით შეეჯახა.

ისრაელის არმიის განცხადებით, ორი მამაკაცი ებრაელების დასახლებაში ავტობუსის გაჩერებისკენ მიდიოდა, როცა მძღოლმა სიჩქარეს მოუმატა და ფეხით მოსიარულეებს შეეჯახა. შედეგად ერთი მამაკაცი დაიღუპა, მეორე კი დაშავდა.

ეს შემთხვევა ისრაელსა და პალესტინას შორის 2015 წლის ოქტომბერში დაწყებული ძალადობის ტალღის გაგრძელებაა, რომელსაც ჯამში 42 ისრაელელი, ორი ამერიკელი და 241 პალესტინელი ემსხვერპლა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG