ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისრაელის ჯარის სპიკერი ამბობს, რომ ომის შემდეგი ფაზა, შესაძლოა არსებული მოლოდინებისგან განსხვავდებოდეს


ისრაელის ჯარი ღაზის სექტორში სამხედრო კამპანიის შემდეგი ეტაპისთვის ემზადება. თუმცა, სამხედროების გეგმები, შესაძლოა არ შეესაბამებოდეს სახმელეთო შეტევის ფართოდ გავრცელებულ მოლოდინს. ინფორმაცია ამის შესახებ, სამშაბათს ისრაელის ჯარის წარმომადგენელმა გაავრცელა.

"ჩვენ ვემზადებით ომის შემდეგი ეტაპებისთვის. ჩვენ არ გვითქვამს, რა იქნება ეს. ყველა საუბრობს სახმელეთო შეტევაზე. ეს შეიძლება იყოს რაღაც განსხვავებული", - განუცხადა ვიცე-პოლკოვნიკმა რიჩარდ ჰეხტმა ჟურნალისტებს ბრიფინგზე.

ისრაელმა ღაზის სექტორზე იერიში მას შემდეგ დაიწყო, რაც დაჯგუფება “ჰამასმა”, 7 ოქტომბერს, საზღვრთან გამართულ ფესტივალზე მყოფებზე შეტევა მიიტანა, დაბომბა ისრაელის ტერიტორია, მოკლა 1,300 ადამიანი და ტყვედ აიყვანა 200-მდე მოქალაქე.

საპასუხოდ, ისრაელმა ღაზის სექტორის დაბომბვა და სრული ბლოკადა დაიწყო. ბლოკადის გამო, ღაზის სექტორის მშვიდობიან მოსახლეობას არ მიეწოდება საკვები, წყალი და ელექტროენერგია.

XS
SM
MD
LG