ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკისთვის ისრაელის უსაფრთხოება მნიშვნელოვანია


ჯონ კერიმ ისრაელის პრემიერ მინისტრის შეშფოთების მიმართ პატივისცემა გამოხატა

მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს აქვს უფლება ირანთან პოტენციური ბირთვული გარიგების წინააღმდეგ ხმა აიმაღლოს, თუმცა ეს ეჭვი უსაფუძვლოა.

ბოლო დროს ბენიამინ ნეთანიაჰუ ირანთან საერთაშორისო მოლაპარაკებებს საჯაროდ დაუპირისპირდა. მისი განცხადებით, დაგეგმილი შეთანხმება ირანისთვის საჩუქარია, თუმცა ისრაელს იგი არანაირად აწყობს.

ორშაბათს კერიმ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ამერიკისთვის ისრაელის უსაფრთხოება მნიშვნელოვანია და პრემიერ მინისტრის შეშფოთების მიმართ პატივისცემა გამოხატა.

ხვალ ამერიკის შეერთებული შტატები, რუსეთი, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, ჩინეთი და გერმანია ჟენევაში ირანთან მოლაპარაკებების მეორე რაუნდისთვის იკრიბებიან, რომელზეც ირანის ბირთვული პროგრამის საკითხებს განიხილავენ.
XS
SM
MD
LG