ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისრაელი პალესტინას ფულს არ მისცემს


ისრაელი პალესტინელებთან გენერალური ასამბელის მიერ მინიჭებული სტატუსით მოლაპარაკებას არ გეგმავს

ისრაელი პალესტინელებს არ მისცემს 100 მილიონ დოლარს, რომელიც მოსაკრებლებისა და გადასახადების სახით აქვს მოგროვებული პალესტინელების მაგივრად.

საგარეო საქმეთა მინისტრმა იუვალ შტეინიცმა განაცხადა, რომ ისრაელი ამ თანხით პალესტინელების დავალიანებას ებრაულ კომპანიებს გადაუხდის.

დღეს პალესტინელების ლიდერეი მაჰმუდ აბასი სამშობლოში დაბრუნდა, სადაც მას გაეროში გამარჯვების მისალოცად ათასობით თანამემამულე დახვდა. გაეროს გენერალურმა ასამბლეამ პალესტინელებს დამკვირვებლის სტატუსი მიანიჭა.

ისრაელმა განაცხადა, რომ პალესტინელებთან გენერალური ასამბელის მიერ მინიჭებული სტატუსით მოლაპარაკებას არ გეგმავს.

შეერთებული შტატები და ისრაელი პალესტინელებისთვის დამკვირვებლის სტაუსის მინიჭებას კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდნენ.
XS
SM
MD
LG